თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და ა.შ.

 

საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ანგარიში

 

2014 წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოქალაქეთაგან, სახელმწიფო დაწესებულებებიდან, მასმედიის წარმომადგენელთაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სახალხო დამცველის აპარატიდან და ადვოკატთაგან შემოვიდა 547 განცახდება, საიდანაც დაკმაყოფილდა 340 განცხადება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 61 განცხადება, 144 განცხადებას დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, 2 განცხადება გადაიგზავნა განსჯადობით, 3 გადაწყვეტილება გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით. 144 შემთხვევაში საქმე შეიცავდა მხარეების პერსონალურ მონაცემებს და საჭირო იყო სასამართლოს ადმინისტრაციული პერსონალის ძირითადი რესურსების მობილიზება. დანარჩენ - 340 შემთხვევაში განმცხადებლები ითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის შედეგების, მიღებული გადაწყვეტილებების ასლების, მათი განხილვის ვადების დაცვის, სასამართლო პროცესების განრიგის შესახებ, სხვადასხვა სახის საქმეთა სასამართლოს წარმოებაში არსებობის შესახებ ინფორმაციას, ასევე სხვადასხვა კატეგორიის დავებზე სასამართლო მასალებისა და აქტების ქსეროასლებს.

 

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადებაზე პასუხის გაცემა მოხდა როგორც წერილობითი სახით, ასევე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემას ახდენდნენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები – სასამართლოს მენეჯერი, თავმჯდომარის ბიუროს უფროსი კონსულტანტი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი კონსულტანტები, კანცელარიის განყოფილების უფროსი ან კანცელარიის განყოფილების უფროსი კონსულტანტები.

 

საქალაქო სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ-ვებგვერდი http://tcc.gov.ge/, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებული. რაც შეეხება თვით სასამართლოს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას – სასამართლოს კოლეგიებს შექმნილი აქვთ მასალების აღრიცხვის (საძიებო) კომპიუტერული პროგრამა ექსელში.

 

სასამართლოს თავმჯდომარე                                 მ. ახვლედიანი