საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის

ა  ნ  გ  ა  რ  ი  შ  ი

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის

(ინფორმაციის თავისუფლება)

მოთხოვნათა შესრულების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის 49-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, აგრეთვე ამავე კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებების შესრულებისა და კოდექსში მითითებული ვადების დაცვის მდგომარეობა.

საანგარიშო პერიოდად აღებულია 2013 წლის პირველი დეკემბრიდან 2014 წლის პირველ დეკემბრამდე პერიოდი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ა“და „ბ“ქვეპუნქტებთან დაკავშირებით:

-                     საანგარიშო პერიოდში (2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 9 დეკემბრამდე) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში შემოსულია 3 განცხადება, რომელიც აერთიანებს საჯარო ინფორმაციის გაცემის 2 1 მოთხოვნას;

-                     ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებულ ვადაში, რის შესახებაც შესაბამისი აღნიშვნა გაკეთდა განმცხადებლის მიერ შემოტანილ განცხადებაზე და/ან შესაბამისი აღრიცხვის ჟურნალში;

-                     საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევა სამსახურში არ დაფიქსირებულა;

-                     მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო სამსახურის უფროსისა და ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის (საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის) თამარ კალანდაძის მიერ.

კოდექსის 49-ე მუხლის „გ“ქვეპუნქტთან დაკავშირებით:

-                     საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

რაც შეეხება კოდექსის 49-ე მუხლის „დ“ - „ზ“ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებს, ასეთი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არ დაფიქსირებულა.

 

სამსახურის უფროსის მოადგილე                                გ. თევდორაშვილი