სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის  201 4 წლის ანგარიშ

 

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე

 საანგარიშო პერიოდი მოიცავს  2013  წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 9 დეკემბრამდე პერიოდს

 

საანგარიშო პერიოდში (2013წლის10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე)სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ რეგისტრირებულია 13 იურიდიული პირის განცხადება, მათ შორის 10 შემოსულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წერილებზე თანდართვით, ხოლო 3 მოთხოვნა იურიდიულ პირს ეკუთვნის.                            

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში სულ გაცემულია 13 საჯარო ინფორმაცია.

საანგარიშო პერიოდში სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის მხრიდან   საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ უარის თქმის თაობაზე არცერთი გადაწყვეტილება არ მიღებულა.

,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრულია  მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი  საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობა, რომლის შესაბამისადაც საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის თაობაზე 13 მოთხოვნა გაცემულ იქნა  ასლის მოსაკრებლის გადახდის გარეშე.

სსიპ „საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის“ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფ ა სა და საჯარო ინფორმაციის გაცემ აზე (მატერიალური და ელექტრონული ფორმით) ზედამხედველობა ევალება ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსს რამაზ ღვინეფაძეს.

სსიპ „საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის“ საჯარო ინფორმაციის პროაქტიურად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი არის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი თამარ მაყაშვილი.

,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილების დანართის მე-2 ნაწილის 2.4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის 2014 წლის 10 დეკემბრის ანგარიში პროაქტიურად გამოქვეყნდება  სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.olympiccentre.ge საჯარო ინფორმაციის გვერდზე ქვეგანყოფილებაში  ,,ზოგადი ინფორმაცია“.

 

დირექტორის მ/შ                                                   გ. ასათიანი