საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს
2014 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ
· 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2014 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 216 განაცხადი და ყველას გაეცა პასუხი. აქედან:
Ø სრულად დაკმაყოფილდა - 209;
Ø განხილვის პროცესშია - 2;
Ø ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 1;
Ø უარი ეთქვა - 4 განმცხადებელს;
Ø ნაწილობრივი დაკმაყოფილებისა და უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სამინისტრო ეყრდნობოდა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსსა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს;
Ø ნაწილობრივი დაკმაყოფილებისა და უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები განმცხადებლების მიერ არ გასაჩივრებულა;
Ø სამი ნისტროს საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დაკისრების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
· სამინისტრომ შეაგროვა და დაამუშავა საჯარო მონაცემთა ბაზის შემდეგი სახეები:
Ø იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მონაცემთა ბაზას დაემატა 7717 პირის მონაცემი;
Ø აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უძრავი ქონების აღრიცხვის მონაცემებს დაემატა 26 დეკლარაცია, ხოლო უკვე შევსებული დეკლარაციებიდან 1160-ს ჩაემატა დამატებითი მონაცემები;
Ø ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა 19 და ჰუმანიტარული სტატუსი - 46 პირს.
· იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ მონაცემები გადაეცა:
Ø საქართველოს ც ენტრალურ საარჩევნო კომისიას (ექვსჯერ);
Ø სოციალური მომსახურების სააგენტოს (ეგზავნება ყოველთვიურად, დევნილთა მიერ შემწეობის მისაღებად).
· საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებლის ოდენობამ შეადგინა 60,10 ლარი.
· სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირად დადგენილია ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გოგუცა გურული.
მინისტრის პირველი მოადგილე: გრიგოლ რობაქიძე