,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 1723 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1723. პროსტიტუცია
პროსტიტუცია, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე.
შენიშვნა: ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდებიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე დაზარალებულად ცნობილი პირი, თუ აღნიშნული ქმედება მათ ჩაიდინეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე.“.
2. 185-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 185. საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევით ცხოვრება
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევით ცხოვრება, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოც მინიმალურ ოდენობამდე.
შენიშვნა: ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდებიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე დაზარალებულად ცნობილი პირი, თუ აღნიშნული ქმედება მათ ჩაიდინეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 28 აპრილი.
№2952–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს კანონი „,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.04.2006.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 28.04.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2952. სარეგისტრაციო კოდი — 020.080.000.05.001.002.226.
- სად არის „,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.04.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №2952, 28.04.2006, სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.002.226 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.04.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/26212/