საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
III
თავის
(ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა კომისიაში ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, აგრეთვე ამავე კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულებისა და კოდექსში მითითებული ვადების დაცვის მდგომარეობა.
საანგარიშო პერიოდად აღებულია 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2014 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდი.
საანგარიშო პერიოდში კომისიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა სულ 54 წერილობითი მოთხოვნა, აქედან სრულად დაკმაყოფილდა 32, ნაწილობრივ – 18 და არ დაკმაყოფილდა – 1, ხოლო 3 წერილი პასუხის გაცემის მიზნით კანონით დადგენილ ვადებში კომისიის აპარატის სხვადასხვა დეპარტამენტს წარმოებაში ერიცხება. ნაწილობრივ დაკმაყოფილება გამოწვეული იყო მოთხოვნილი ინფორმაციების კომისიაში არარსებობით, ინფორმაციის კონფიდენციალურობით და გაურკვეველი მოთხოვნით, ხოლო უარის თქმა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე – შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობით.
საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით კომისიაში შემოსულ კორესპონდენციიდან მოთხოვნილი იყო:
1. კომისიის სხდომის ოქმების, ოქმების ამონაწერების, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, ადმინისტრაციული წარმოების მასალების ასლები:
ა) სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ – სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის დავის საკითხზე კომისიის სხდომის ოქმის ასლები, მათ შორის, კომისიის 2014 წლის 5 და 11 დეკემბრის სხდომების მიმდინარეობის აუდიო-ვიდეო მასალები (N5272/01, 13.12.13);
ბ) ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ – კომისიის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული სამართლებრივი აქტები (N5400/01, 25.12.13);
გ) შპს ,,ჯეი-ემ-ქეი“ სამართლებრივი კონსულტაციის“ მიერ – ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს N13 დადგენილების, ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს N16 დადგენილების, ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომისიის 2011 წლის 23 აგვისტოს N16 დადგენილების, ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომისიის 2012 წლის 23 აგვისტოს N12 დადგენილების, ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომისიის 2013 წლის 4 ოქტომბრის N4 დადგენილების მომზადებასა და გამოცემასთან დაკავშირებით კომისიაში ჩატარებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მასალების ასლები, მათ შორის, კომისიის სხდომების ოქმები დამოწმებული სახით, კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოების მასალები სრულად, სხდომების ოქმების ჩათვლით მხოლოდ 2010-2011 და 2012 წლებისათვის (N768/01, 24.02.14);
დ) შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ მიერ – 2010, 2011, 2012 და 2013 წლების კომისიის იმ სხდომების ოქმები, რომლებზეც შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ განხილულ იქნა და დამტკიცდა ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი და გარანტირებული სიმძლავრის საფასური აღნიშნული წლებისათვის (N871/01, 28.02.14); კომისიის 2014 წლის N20 დადგენილება, განმარტებითი ბარათი, კომისიის სხდომის ოქმი და აუდიო ჩანაწერი (N4351/01, 11.09.14);
ე) საქართველოს პატრიოტთა ალიანსის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის მიერ – ადმინისტრაციული სამართალწარმოების სრული მასალა, რაც საფუძვლად დაედო კომისიის 2012 წლის 7 ნოემბრის N30/2 გადაწყვეტილებას (N880/-21, 28.02.14);
ვ) საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ – კომისიის 2014 წლის 20 თებერვლის საოქმო ჩანაწერი (N2143/01, 06.05.14);
ზ) მოქალაქე ალექსანდრე ნადირაშვილის მიერ – ,,ელექტროენერგიის სიმძლავრის, მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ კომისიის დადგენილების ელექტრონული ვერსია (N2407/01, 20.05.14);
თ) შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლის თამაზ ინაშვილის მიერ – კომისიის 2014 წლის 23 აპრილის სხდომის ოქმიდან ამონაწერი (N2830/01, 12.06.14); კომისიის 2014 წლის 5 ივნისის სხდომის ოქმიდან ამონაწერი (N3381/01, 15.07.14);
ი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ – ინფორმაცია კომისიის 2006 წლის 15 მაისის N18 დადგენილებით სს ,,რიონჰესის“, სს ,,ლაჯანურჰესის“, სს ,,შაორჰესის“, შპს ,,აწჰესის“, სს ,,გუმათჰესების კასკადის“ და სს ,,ძევრულჰესის“ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გასაყიდი ზღვრული ტარიფების ცვლილების თაობაზე, აგრეთვე ინფორმაცია ახალი ტარიფის გაანგარიშებისა და კომისიის 2003 წლის 15 აგვისტოს N15 დადგენილებით დადგენილი ტარიფის ზრდის თაობაზე, ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები, მათ შორის, კომისიის სხდომის ოქმები და მიღებული გადაწყვეტილებები (N3919/01, 13.08.14); ინფორმაცია კომისიის 2014 წლის 22 აგვისტოს N21 დადგენილებით ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ახალი ტარიფის დადგენის საფუძვლის თაობაზე, შესაბამისი დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები, კომისიის სხდომის ოქმები, მიღებული გადაწყვეტილებები და ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი (N4372/01, 12.09.14);
კ) შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლის ნინო ჭალიძის მიერ – კომისიის 2014 წლის 17 ივლისის სხდომის ოქმი და წარმოების მასალების ქსეროასლები (N4282/01, 05.09.14);
ლ) შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლის ნათია შიოშვილის მიერ – კომისიის 2014 წლის 17 ივლისის სხდომის ოქმი და წარმოების მასალების ქსეროასლები (N4283/01, 05.09.14);
მ) შპს ,,ჩოხატაურის მაცნე", მედია სახლი ,,გურია ნიუს"-ის მიერ – შპს ,,ავტოგაზის“ დირექტორ თენგიზ მაჭავარიანის წერილი კომისიისათვის, კომისიის წერილი იმავე საკითხზე, გაგზავნილი შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ დირექტორ გიორგი ქოიავასადმი, მისი პასუხი და კომისიის დადგენილება, რომლითაც დადგინდა ტარიფები იურიდიული პირებისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდებასა და დისპეტჩერიზაციაზე (N5177/01, 23.10.14);
ნ) მოქალაქე ლევან ალაფიშვილის მიერ – ინფორმაცია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების გამოსაცემად, შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობა (N5251/01, 28.10.14);
ო) მოქალაქე გრიგორ მღდესიანის მიერ – კომისიის 2011 წლის 2 ოქტომბრის N38/2 გადაწყვეტილება (N5042/01, 17.10.14);
პ) შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ – კომისიის 2014 წლის 13 და 20 ნოემბრის სხდომებზე მოქალაქე ზვიად ქორიძესა და შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისს“ შორის არსებული დავის საკითხის განხილვის აუდიო და საოქმო ჩანაწერი (N6015/01, 28.11.2014).
2. კორესპონდენცია:
ა) მოქალაქე ზ. დაბნიანის მიერ – ინფორმაცია წყალმომარაგების ტარიფში გათვალისწინებული დანაკარგებისა და მომხმარებელზე ყოველთვიურად დარიცხული წყლის ოდენობის თაობაზე (N51/01, 09.01.14);
ბ) სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ – ინფორმაცია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ 2014 წელს დაგეგმილი საინვესტიციო პროგრამების შესახებ (N479/01, 05.02.14);
გ) საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ქუთაისის ოფისის მიერ – ინფორმაცია, რა პერიოდის განმავლობაში ფუნქციონირებდა კომისია ქუთაისში, რა სახსრები გამოიყო საქართველოს ბიუჯეტიდან კომისიის ახალ მისამართზე გადასვლის მიზნით, რამდენი ადგილობრივი თანამშრომელი იყო დასაქმებული კომისიის აპარატში და რა თანამდებობაზე, წლების მითითებით, ეძლეოდათ თუ არა კომისიის წევრებს/აპარატის თანამშრომლებს რაიმე სახის ფინანსური დანამატი კომისიის ადგილსამყოფელის ცვლილების გამო (N549/01, 11.02.14);
დ) სტუდია მონიტორის მიერ – ინფორმაცია იმის თაობაზე, კომისიის 2013 წლის 4 ოქტომბრის დადგენილებით გარანტირებული სიმძლავრის წყაროს, ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფის შემცირება თუ აისახა საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების ტარიფზე, თუ არ აისახა, რა არის ამის მიზეზი, აგრეთვე ინფორმაცია, თუ სად მიიმართება დისტრიბუტორების მიერ ამოღებული თანხის სხვაობა (ტარიფის შემცირებით გამოწვეული, რომელიც 2013 წლის 4 ოქტომბრამდე მიდიოდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში) (N570/01, 12.02.14; N583/01, 13.02.14);
ე) მოქალაქე ბ. ჭელიძის მიერ – ინფორმაცია საქართველოში 1994 წლიდან დღემდე განხორციელებული მოსახლეობისთვის განკუთვნილი გაზის, წყლის, ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადების ჩამოწერის, გაუქმებისა და შემცირების თაობაზე (N574/01, 13.02.14; N904/01, 04.03.14);
ვ) ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ – ინფორმაცია 2013 წელს კომისიის წევრებსა და თანამშრომლებზე გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ, 2012 წლის 1 იანვრისათვის მოქმედი საშტატო ნუსხის თაობაზე, 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ, 2014 წლის თებერვლის თვეში თავმჯდომარის სამუშაო ელექტრონული ფოსტიდან სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლები, კომისიის წევრების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, 2013 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ ინფორმაცია, 2013 წელს კომისიის წევრების როუმინგულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია, 2013 წელს კომისიის წევრების მივლინებების თაობაზე ინფორმაცია, 2013 წელს შესყიდვის გადაუდებლად განხორციელების თაობაზე ინფორმაცია, მათ შორის, შესყიდვების სია შესყიდვის სახეობის, მოცულობის, ობიექტისა და თანხის მითითებით, ინფორმაცია ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და კომპიუტერული ტექნიკის იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლების თაობაზე, ინფორმაცია ბალანსზე რიცხული ავტომობილების თაობაზე, 2013 წლის აუდიტორული შემოწმების აქტები, 2013 წლის აუდიტორული შემოწმების შედეგების ამსახველი ინფორმაციის სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნის შემთხვევების რაოდენობის თაობაზე ინფორმაცია, ინფორმაცია 2013 წელს აუდიტორული შემოწმების შედეგად დასაქმებულთათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის შემთხვევების დაკისრების ოდენობის თაობაზე, 2013 წელს მაკონტროლებელი ორგანოების (როგორც შიდა უწყებრივი, ისე გარეთ) მიერ შემოწმებით გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გატარებულ ღონისძიებათა ნუსხა (N1056/01, 12.03.14); 2013 წლის 1 იანვრიდან საკონსულტაციო მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები, თანდართული ცვლილებებით და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით, ხელმძღვანელის მოქმედი მრჩევლების თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტების ასლები, ასევე ინფორმაცია მათი სამუშაო გამოცდილების, სამუშაოს აღწერილობის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის თაობაზე, 2014 წელს კომისიის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტიდან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლები, ინფორმაცია დასაქმებულ შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის შესახებ, მათთვის დარიცხული შრომის ანაზღაურების ოდენობის, მათ შორის, პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ (N5577/01, 10.11.14);
ზ) ქალაქ თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარის კახა კუკავას მიერ – ინფორმაცია გამრიცხველიანებული აბონენტების რაოდენობისა და გამრიცხველიანების პროცესის დასრულების თაობაზე, აგრეთვე სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენ აბონენტს ერიცხება გამრიცხველიანებამდე მოხმარებული ელექტროენერგიისა და წყლის დავალიანებები (N1119/01, 14.03.14);
თ) საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის მიერ – ინფორმაცია კომისიაში მოღვაწე იმ პირების შესახებ, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი საქართველოს ენერგეტიკის განვითარებაში (N1714/01, 17.04.14);
ი) მოქალაქე აკაკი ბაკურაძის მიერ – კომისიაში 2012 წლის ივნისისა და ივლისის თვეებში შემოტანილი განცხადებები სასმელი წყლის შეფერხებით მოწოდებასთან დაკავშირებით და მათზე კომისიის საპასუხო წერილების ასლები (N2487/01, 27.05.14);
კ) მოქალაქე თამარ მამფორიას მიერ – ვარდნილჰესი I, II, III და IV-ის პროექტი, დიზაინი და გეგმა ან პროექტირებასთან დაკავშირებული ტექნიკური ან სხვა ხასიათის დოკუმენტი, აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, არსებობს თუ არა ჰიდროპროექტი, დღეის მდგომარეობით, საქმიანობის სფეროს შეუცვლელად, თუ არსებობს, რა სახელწოდებით და თუ არ არსებობს, რა ორგანიზაციაა მისი სამართალმემკვიდრე (N2987/01, 23.06.14);
ლ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს მიერ – შპს ,,ლ-ნ“-ის ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიასთან, ამ ლიცენზიის მიღებასა და შემდგომ ლიცენზიის პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტაციის ასლები (N3919/01, 11.07.14);
მ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ – ინფორმაცია სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ 2007 წლის 7 თებერვლიდან კომისიისათვის წარმოდგენილი ფინანსური და ტექნიკური ანგარიშებისა და აღნიშნული ანგარიშების საფუძველზე ტარიფებისა და ფასწარმოქმნისა (დღეის მდგომარეობით, ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის) და ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტების მიერ მომზადებული დასკვნების დამოწმებული ასლები, ასევე სს ,,რიონჰესის“, სს ,,ლაჯანურჰესის“, სს ,,შაორჰესის“, შპს ,,აწჰესის“, სს ,,გუმათჰესების კასკადის“, სს ,,ძევრულჰესის“, სს ,,გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის“ და აჭარის ენერგოკომპანიის ბალანსები, თანდართული დანართებით, დამოწმებული ასლები, დაფუძნებიდან დღემდე ყოველი წლის 1 იანვრის მდგომარეობით (N93920/01, 13.08.2014);
ნ) შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ – კომისიის მიერ დამტკიცებული 2008 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 აპრილამდე პერიოდის შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წარდგენილი ,,წყალმომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრის და ჟურნალის ფორმებში“ ასახული ყოველწლიური და ყოველკვარტალური მონაცემები (პირველადი დოკუმენტების ასლებისა და ინფორმაციის ელექტრონული რეესტრის სახით) (N3963/01, 15.08.14); კომისიის მიერ დამტკიცებული 2008 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 აპრილამდე პერიოდის შპს ,,რუსთავის წყლის“ მიერ წარდგენილი ,,წყალმომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრის და ჟურნალის ფორმებში“ ასახული ყოველწლიური და ყოველკვარტალური მონაცემები (პირველადი დოკუმენტების ასლებისა და ინფორმაციის ელექტრონული რეესტრის სახით) (N4044/01, 19.08.14); ინფორმაცია 2001-2003 წლებში ტირიფონის ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და სალტეზე გაშვებული ელექტროენერგიის რაოდენობის და ასევე ამავე პერიოდში ჰესის მიმდებარე რეგიონში ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ (N5209/01, 24.10.14); ინფორმაცია კომისიის 2006 წლის 11 მაისის N17 დადგენილებით საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიისთვის დადგენილი ელექტროენერგიის რაოდენობის დანაკარგების მაქსიმალურ ზღვრულ ნორმასთან დაკავშირებით აუდიტორის პოზიციაზე კომისიის მოსაზრების თაობაზე (N96147/01, 05.12.14).
ო) გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ – ინფორმაცია კომისიის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ (N4088/01, 21.08.14);
პ) საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ – ინფორმაცია 2014 წლის 18 ივნისის შემდეგ კომისიაში მოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში დამოუკიდებელი სპეციალისტების მონაწილეობის შესახებ (N4666/01, 29.09.14);
ჟ) ააიპ საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) მიერ – ინფორმაცია საქართველოში მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარებისთვის გადახდილი მთლიანი თანხის შესახებ 2004-2014 წლებში, წლებისა და თვეების მიხედვით (N4772/01, 06.10.140);
ს) მოქალაქე ნათია შიოშვილის მიერ – შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ 2014 წლის 7 ნოემბერს კომისიაში შემოტანილი N10809/09 და N288 წერილების ასლები (N5645/01, 12.11.14);
ტ) საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის მიერ – ინფორმაცია, თუ რა პერიოდში ტარდება ყოველწლიური სარემონტო სამუშაოები ჰესებსა და თბოელექტროსადგურებზე 2011-2014 წლებისათვის, რა ხანგრძლივობისაა ისინი და ჰესების და თესების ასაკი (N5648/01, 12.11.14);
უ) მოქალაქე ნინო ჯებაშვილის მიერ – კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობრივი სარგოს შესახებ (info@gnerc.org , 18.11.14);
ფ) შპს ,,ბაკურის" მიერ – ინფორმაცია იმის თაობაზე, შემოვიდა თუ არა შპს ,,ბაკურიდან“ წერილი კომისიაში 2014 წლის ოქტომბრის თვეში, თანდართულ მასალებთან ერთად (N6003/01, 28.11.14).
3. ტარიფებთან დაკავშირებით:
ა) შპს ,,გაა კონსალტინგის“ მიერ – ინფორმაცია შპს „მამედისთვის“ მიწოდებული ბუნებრივი აირის ტარიფის განსაზღვრის პრინციპებთან დაკავშირებით, აგრეთვე ინფორმაცია ბუნებრივი აირის მიწოდებისას დასაშვები ზღვრული დანაკარგების ოდენობის თაობაზე (N91081/01, 13.03.14);
ბ) ააიპ საქართველოს რეფორმების ასოციაციის მიერ – ინფორმაცია 1994-20014 წლებში თბილისსა და საქართველოში მოქმედი ელექტროენერგიის შეწონილი ტარიფის ოდენობის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა კომპონენტებისგან შედგებოდა ეს ტარიფი, რამდენ თეთრს შეადგენდა ამ ტარიფში საინვესტიციო კომპონენტი, რა პირობებით, როდიდან და რა ვადით დევს თბილისში ამჟამად მოქმედი ელექტროენერგიის შეწონილ ტარიფში საინვესტიციო კომპონენტი და რა შემთხვევაში და რის სანაცვლოდაა შესაძლებელი ელექტროენერგიის შეწონილი ტარიფიდან საინვესტიციო კომპონენტის ამოღება (N2939/021, 19.06.14);
გ) საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის მიერ – ინფორმაცია ბუნებრივი აირის სექტორში 2006-2013 წლებში ელექტროენერგიის საბოლოო მომხმარებლის ტარიფის თაობაზე და ასევე სხვადასხვა ტიპის ტარიფის გამოთვლის შესახებ (N5239/01, 27.10.140).
4. განმარტებები:
ა) მოქალაქე ზაზა გვარამიას მიერ – განმარტება იმის თაობაზე, რომ პირს, რომელიც არ არის ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ან გენერაციის ობიექტი, აქვს თუ არა უფლება, იყიდოს და მესამე პირზე გაყიდოს ელექტროენერგია 6-10კვ ძაბვაზე დადგენილი ტარიფით, ასევე, თუ რა სანქციას ითვალისწინებს კანონმდებლობა ნებართვის/ლიცენზიის გარეშე საქმიანობის განხორციელებისას (N2490/-1, 27.05.14);
ბ) გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძის მიერ – განმარტება იმის თაობაზე, თუ რატომ არის ქალაქ გორში არსებული სასმელი წყლის ტარიფი 50 თეთრი ერთ კუბურ მეტრზე და შეიძლება თუ არა ეს საკითხი გახდეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად განხილვის საგანი (N9756/01, 24.02.14);
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ – განმარტება იმის თაობაზე, ანიჭებს თუ არა კომისიის 2014 წლის 9 ივლისის N12 დადგენილების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი განაწილების ლიცენზიატს ექსკლუზიურ უფლებას, დიდ ლილოში, ქ. თბილისი, მდებარე მიწის ნაკვეთზე გამავალი მიწისქვეშა საშუალო წნევის გაზსადენის გადალაგებისთვის მოამზადოს სათანადო საპროექტო დოკუმენტაცია (N91820/01, 25.04.14);
დ) ქალაქ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის ნოდარ მიქიაშვილის მიერ – განმარტება იმის თაობაზე, თუ რა სამართლებრივი აქტებით რეგულირდება ფიზიკური პირებისათვის დადგენილი გაზის მოხმარების საფასური (N2344/01, 19.05.14);
ე) საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს უფროს იურისტ, ანალიტიკოს ანდრია ნადირაძის მიერ – განმარტება აბონენტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წესთან დაკავშირებით (N6006/01, 28.11.14).
5. დასაქმებასთან დაკავშირებით:
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ – ინფორმაცია კომისიაში კონკრეტულ პირთა დასაქმების თაობაზე (N5653/01, 12.11.14);
6. ადმინისტრაციული საჩივარი:
ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ – კომისიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ (N1756/01, 24.04.14). საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ადმინისტრაციული საჩივრით უნდა მიემართა სასამართლოსთვის და არა კომისიისათვის. ეს საკითხი სასამართლოში არ გასაჩივრებულა.
ანგარიშის მომზადების მომენტისათვის (01.12.2014) პასუხგაცემული იყო 51 წერილი, 3 წერილი არის წარმოებაში. რეაგირების გარეშე არ რჩება არც ერთი შემოსული განცხადება/წერილი, ყველა კითხვაზე გაცემულია სათანადო პასუხი (სატელეფონო, ელექტრონული, ფოსტით).
საანგარიშო პერიოდში კომისიამ 7 სხდომასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული სხდომების ნაწილის დახურვის თაობაზე, იმის გამო, რომ კომპანიების მოთხოვნის საფუძველზე იხილებოდა ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საკითხი, საიდანაც 3 არ დაკმაყოფილდა, ხოლო 4 დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოუტანია და შესაბამისად, ამ ანგარიშის შედგენის მომენტში ს აჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებ ის გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების გადამხდელი სუებიექტი განსაზღვრული არ არის.
კომისიაში არ წარმოდგენილა მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე.
კომისია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან სხდომის ან მისი ნაწილის დახურვისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ თანხის გადახდის ვალდებულება კომისიას არ ჰქონია.
კომისიის პასუხისმგებელ პირთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევა არ მომხდარა.
საანგარიშო პერიოდში ჩატარდა კომისიის 56 სხდომა, რომლებზეც კომისიამ მიიღო 29 დადგენილება და 820 გადაწყვეტილება. კომისიის სხდომები საჯაროა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხდომა დახურულია და მათზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. კომისიის მიერ მიღებული დადგენილებები და გადაწყვეტილებები სისტემატურად ქვეყნდება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.gnerc.org და, შესაბამისად, უზრუნველყოფილია მათი საჯაროობაც.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისია საჯარო მონაცემთა ბაზის სახით აწარმოებს სალიცენზიო უწყებრივ რეესტრს, რომელშიც საანგარიშგებო პერიოდში შეტანილ იქნა 6 ახალი ჩანაწერი და ამოღებული – 24 ჩანაწერი, ხოლო 4 არსებულ ჩანაწერში შევიდა ცვლილება, რაც გამოწვეული იყო ამავე პერიოდში ლიცენზიების გაცემით, გაცემულის გაუქმებით და მოქმედ ლიცენზიებში ცვლილების შეტანით.
მარეგულირებელ კომისიაში მიმდინარეობს მუშაობა ახალ ვებგვერდზე, სადაც უახლოეს მომავალში ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მისი პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჯარო ინფორმაცია სრულად გამოქვეყნდება.