არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2167
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018102
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2167

2014 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ:

ა) „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 ოქტომბრის №1909 განკარგულების შესაბამისად , ქვეპროგრამა „ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების ხელშეწყობის ღონისძიებების“(პროგრამული კოდი - 37 01 17) დასაფინანსებლად გამოყოფილი 21 000 000 (ოცდაერთი მილიონი) ლარიდან 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი მიმართოს „აგროდაზღვევის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 აგვისტოს №1462 განკარგულებით განსაზღვრული „აგროდაზღვევის უზრუნველყოფის ღონისძიებების“ (პროგრამული კოდი - 37 01 15) დასაფინანსებლად;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი მიმართოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე , აგროდაზღვევის ღონისძიებების დაფინანსების უზრუნველსაყოფად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე , უზრუნველყოს ცვლილებების განხორციელება კვარტალურ განწერაში.

პრემიერ-მინისტრი                                ი . ღარიბაშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.12.2014.
როდის იქნა მიღებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“?
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ მიღებულია 03.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2167. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018102.
სად არის „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.12.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“, №2167, 03.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018102 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2625986/