საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№595
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018867
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №595

2015 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი დან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ  „საქართველოს 201 5 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოუყოს 2 750 000 (ორი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი – ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის კვლევით და სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ღონისძიებების  დასაფინანსებლად;

ბ) 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი – მუცოს ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ღონისძიებების  დასაფინანსებლად;

გ)350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი– ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შემუშავებასთან  დაკავშირებული ღონისძიებების  დასაფინანსებლად;

დ)270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარი–„გრაკლიანი გორის“ არქეოლოგიური მუზეუმის მოწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების  დასაფინანსებლად;

ე) 230 000 (ორას ოცდაათი ათასი) ლარი – ჩაჟაშის ორი საცხოვრებელი სახლის, ერთი კოშკის და ერთი მაჩუბის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ღონისძიებების  დასაფინანსებლად.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის   მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტი ს„გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვები  გან ხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                              ი . ღარიბაშვილი