არასამეწარმეო(არაკომერციული)იურიდიული პირისათვის-საქართველოს რაგბის კავშირისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№497
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018767
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №497

2015 წლის 12მარტი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სათვის -   საქართველოს რაგბის კავშირი სათვის  უძრავი ქონების უსასყიდლო  აღნაგობის უფლებით  გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ 

1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ -   სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ა(ა)იპ -საქართველოს რაგბის კ ავშირს უსასყიდლო აღნაგობის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოქალაქევში  მდებარე 48043 კვ.მ.   არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი  (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №44.06.23.208 ).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლების გადაცემის პირობ ება დ განისაზღვროს, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან  3 (სამი ) წლის  ვადაში:

ა) გადაცემულ ქონებაზე 3 (სამი) ბუნებრივი საფარის მქონე რაგბის მოედნი ს (ფართით 125 X 80 მ )  და ასევე  ტრიბუნის (არანაკლებ 500 (ხუთასი) მაყურებელზე) მოწყობა;

ბ) გადაცემულ ქონებაზე შენობა-ნაგებობის აშენება (სადაც განთავსებული იქნება  გასახდელები, ექიმის ოთახი და სველი წერტილები -  საშხაპეები, ტუალეტები); 

გ)გადაცემული ქონების  კეთილმოწყობა (გამწვანება, ავტოსადგომი, საფეხმავლო ბილიკები);

დ) ამ პუნქტის „ა“-,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ  300 000 (სამასი ათასი) ლარის სამუშაოების განხორციელება.

3. სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                       ი.  ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „არასამეწარმეო(არაკომერციული)იურიდიული პირისათვის-საქართველოს რაგბის კავშირისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „არასამეწარმეო(არაკომერციული)იურიდიული პირისათვის-საქართველოს რაგბის კავშირისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.03.2015.
როდის იქნა მიღებული „არასამეწარმეო(არაკომერციული)იურიდიული პირისათვის-საქართველოს რაგბის კავშირისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
„არასამეწარმეო(არაკომერციული)იურიდიული პირისათვის-საქართველოს რაგბის კავშირისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 12.03.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №497. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018767.
სად არის „არასამეწარმეო(არაკომერციული)იურიდიული პირისათვის-საქართველოს რაგბის კავშირისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.03.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „არასამეწარმეო(არაკომერციული)იურიდიული პირისათვის-საქართველოს რაგბის კავშირისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №497, 12.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018767 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2782779/