საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ეკო ფიშ ჯორჯიასათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№145
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018528
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №145

2015 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი   სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  შპს  „ეკო ფიშ ჯორჯიასათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის  შესახებ

1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო ს, რომ შპს ,,ეკო ფიშ ჯორჯიას“ (ს/კ 445441406 ) სასყიდლიანი აღნაგობის  უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მდებარე 30429 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი  (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - №20.39.06.06 8 ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით .

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) ყოველწლიური საზღაურის გადახდა 20 000  (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, ყოველი წლის 3 0 დეკემბრამდე;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებ აზე ან/და მის ნაწილზე,   შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 18 (თვრამეტი) თვის განმავლობაში, თევზსაშენი მეურნეობის მშენებლობა/მოწყობა (მათ შორის,  არანაკლებ 9500 კვ.მ  ფართობზე ავზ(ებ)ის და 500 კვ.მ ფართობზე სასაწყობე შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობა/მოწყობა) და ფუნქციონირების დაწყება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 18 (თვრამეტი) თვის განმავლობაში,  არანაკლებ 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

დ)  ამ  განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების  ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის გამოყენება აღნაგობის არსებობის ვადით.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის საზღაურის გადახედვა შესაძლებელია განხორციელდეს მესაკუთრის მიერ, ამ განკარგულების გამოცემიდან  5 (ხუთ) წელიწადში ერთხელ.

4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტი თ გათვალისწინებული აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობ ებ ის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შპს „ეკო ფიშ ჯორჯიამ“ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების 10 %-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ამავე  ქვეპუნქტით განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას .

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                ი . ღარიბაშვილი