სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქეი ბი ფი თბილისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1589
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019642
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1589

2015 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქეი ბი ფი თბილისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №13-ში მდებარე 55976.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №01 - 13270.84 კვ.მ, (მ.შ. სარდაფი - 1020.8 კვ.მ, პირველი სართული - 3372.09 კვ.მ, მე-2 სართული - 3684.97 კვ.მ, მე-3 სართული - 3074.24 კვ.მ, მე-4 სართული - 2118.74 კვ.მ) №02 - 454.06 კვ.მ, (მ. შ პირველი სართული - 246.27 კვ.მ, მე-2 სართული - 207.79 კვ.მ) №03 - 177.8 კვ.მ, №04 - 306.21 კვ.მ, №05 - (ნანგრევები), №06 - 202,5 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №29.08.32.091) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარად (ეკვივალენტი ლარი) საკუთრებაში გადაეცეს შპს „ქეი ბი ფი თბილისს“ (ს/კ 404492615).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს პირადად ან/და მე-3 პირ(ებ)ის მეშვეობით :

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 100 (ასი) ნომრიანი, 5 (ხუთი) ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს შექმნა (მათ შორის მშენებლობა/რეკონსტრუქცია, აღჭურვა, კანონით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება).

3. დაევალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს:

ა) უზრუნველყოს შპს „ქეი ბი ფი თბილისის“ მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქონებაზე შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებული სასტუმროს მშენებლობის პროექტის, მისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 6 (ექვსი) თვის ვადაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ქონებამდე, ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასტუმროსათვის ბუნებრივი აირის (გაზის) მიწოდების მიზნით, სათანადო მოცულობის (წნევით ბუნებრივი აირის გატარების) მილის გაყვანისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ბ) უზრუნველყოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ - ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქეი ბი ფი თბილისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქეი ბი ფი თბილისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.07.2015.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქეი ბი ფი თბილისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქეი ბი ფი თბილისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 20.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1589. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019642.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქეი ბი ფი თბილისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.07.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქეი ბი ფი თბილისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1589, 20.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019642 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2940694/