აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საარქივო სამმართველო ში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
201 4 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებ ა - საარქივო სამმართველო ში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
201 4 წლის ანგარიში
v 2014 წლის მანძილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება -საარქივო სამმართველოში შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის4 (ოთხი) მოთხოვნა. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. სამმართველოში არ შემოსულა საჯარო ინფორმაციის შესწორების არც ერთი მოთხოვნა;
v მიმდინარე წელს მიღებული იქნა 4 (ოთხი) მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება, შესაბამისად დაკმაყოფილდა ყველა მოთხოვნა და საარქივო სამმართველოს არ მიუღია არც ერთი უარის თქმის გადაწყვეტილება. საარქივო სამმართველოში შემოსული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილებები მიღებული იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის (ცენტრალური აპარატის უფროსის) ელგუჯა ჩაგანავას მიერ;
v საარქივო სამმართველო თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების შეგროვებას,დამუშავებასა და შენახვას აწარმოებს საკადრო უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის კანონიერი მიზნიდან გამომდინარე და ამ მიზნის პროპორციულად. თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებზე წვდომა გააჩნიათ სამმართველოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს მათი კომპეტენციის ფარგლებში. პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.
v მიმდინარე წლის განმავლობაში საარქივო სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები არ დარღვე ულა, შესაბამისად არ დადებულა დისციპლინური სახდელი;
v საარქივო სამმართველოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, საფუძვლად არ გამოგვიყენებია საკანონმდებლო აქტები;
v საარქივო სამმართველოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად არ მომხდარა გადაწყვეტილების გასაჩივრება;
v მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის მასალის მცირე მოცულობიდან გამომდინარე, ინფორმაციის დამუშავება და გაცემა მოხდა ჩვენივე ადამიანური და მატერიალური რესურსებით. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია, არ მომხდარა გადაწყვეტილების გასაჩივრება, შესაბამისად, ხარჯი არ გაწეულა.
მ. ივანიშვილი