„ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო - საატესტციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 დეკემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№47
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.175.016047
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №47

2014 წლის 19 დეკემბერი

ქ. მცხეთა

 

,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო - საატესტციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,ზოგადი ადმინისტრაციული“  კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო   ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს   2014 წლის 6 ნოემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  10 დეკემბრის №46 დადგენილებაში (mats№e.gov.ge, 10.12.2014, 010250000.35.175.016046),  კერძოდ :

1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №31 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ქალაქ მცხეთის   მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის  თვითმმართველი ერთეულის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის და ატესტაცისიის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №31 დადგენილების  პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის 361 მუხლის, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილების და „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი ადგენს:“

3. დადგენილების პირველი  მუხლის  მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №31 დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დამტკიცდეს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება და  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესი“.

4. დადგენილები პირველი  მუხლის მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №31 დადგენილებას ,, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის დებულება“ დაერთოს დანართს №1-ის გარეშე, შესაბამისად, ამოღებული იქნეს სიტყვა ,,დანართი №1“.

5. დადგენილების პირველი მუხლის მეხუთე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №31 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი  თვითმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების” სათაური შეიცვალოს შემდეგი ფორმულირებით:

,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმართველი ერთეულის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი“.

6. დადგენილების პირველი  მუხლის მეექვსე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №31 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ მცხთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი  თვითმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების  მეორე მუხლის ,,გ“ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ,,გ.ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

,, გ.ა) კანონიერება - კონკურსის ან/და ატესტაციის პროცესი მიმდინარეობს ამ დებულების, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილების და „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად;“

ბ) ,, გ.ე”ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ.ე) არადისკრიმინაციულობა- კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს პირთა თანასწორობას განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების პროფესიის ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნისა“.  

7.  დადგენილების პირველი  მუხლის მეშვიდე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №31 დადგენილებით დამტკიცებული დანართების №2, №3, №4-ის ნუმერაცია შეიცვალოს შემდეგნაირად:

ა) ,,კანდიდატთა პროფესიული უნარების შეფასების ფორმა“ დანართის ნომერი 2 შეიცვალოს ნომერი1-ით,

ბ),,მოხელის დახასიათება“ დანართი ნომერი3  შეიცვალოს ნომერი2-ით,

გ) ,,საატესტაციო ფურცელი“ დანართი ნომერი4 შეიცვალოს ნომერი3-ით,

8.  დადგენილების პირველ  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მერვე პუნქტი:

,,8. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №31 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) 17-ე მუხლის მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. კომისიის წევრები ვალდებულები არიან გასაუბრების შედეგების შესაფასებლად გამოიყენონ დანართ №1-ში მოცემული შეფასების სქემა“.

ბ)  23-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 2. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი სამდივნოში წარადგენს დახასიათებას დანართი №2-ის მიხედვით. იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე“.

გ) 25-ე მუხლი მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 2. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს დებულების დანართი №3-ით განსაზღვრულ საატესტაციო ფურცელში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. საატესტაციო ფურცელი ივსება ერთპირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოხელის პირად საქმეს“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმმედდეს 2014 წლის 16 დეკემბრიდან.

 


ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი