საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2014 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2014 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე

საქართველოს

ზოგადი

ადმინისტრაციული

კოდექსის 49
-

მუხლის

შესაბამისად
,საქართველოს

თავდაცვის

სამინისტროს
2014
წლის

ანგარიში

ინფორმაციის

თავისუფლების

შესახებ

საქართველოს

ზოგადი

ადმინისტრაციული

კოდექსის

დებულებების

შესრულების

თაობაზე

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 2014 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით სულ შემოსულია 2 862 განცხადება (მათ შორის პერსონალური ინფორმაცია - 2 516).  პასუხი გაეცა და დაკმაყოფილდა  2 739, განხილვის სტადიაშია 41 და  უარი ეთქვა 82 განცხადებას. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ეფუძნებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის  22 აპრილის N305 დადგენილების მოთხოვნებს.

2014 წლის მდგომარეობით საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოში არ გასაჩივრებულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სამინისტროში წარმოდგენილ იქნა ერთი ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის განხილვის შედეგად საჩივრის ავტორს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი.

ამასთანავე:

სამინისტროს სისტემის ყოფილ და მოქმედ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებასა და სხვა საფინანსო გასაცემლებთან/საკითხებთან დაკავშირებით, ინფორმაცია გაიცემა სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ.
სამინისტროს სარგებლობაში არსებული/ბალანსზე რიცხული მიწის რესურსების, საბინაო-არასაბინაო ფონდებისა და  სხვა უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია გაიცემა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, მოვალეობის შემსრულებლის  მიერ.
სამინისტროს სისტემის მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების, სამოქალაქო პირებისა (გარდა სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამოქალაქო პირებისა) და სპეციალური წოდების მქონე პირების სამსახურის გავლასთან დაკავშირებით, ასევე იმ პირთა შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმდებებში იყვნენ სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები, საჯარო ინფორმაცია გაიცემა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მიერ.
სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ყოფილ და მოქმედ მოსამსახურეთა სამსახურის გავლასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია გაიცემა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მიერ.
2014 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის და პასუხისგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

მინისტრი                                               მინდია ჯანელიძე