საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ პროფესიული სახელოვნებო განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/97 |
|
2014 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი |
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ პროფესიული სახელოვნებო განათლების პროგრამული დაფინანსების წესი და პირობები ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის მაქსიმალური ოდენობა დამტკიცდეს ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
მუხლი 1.
რეგულირების სფერო |
მოცემული დოკუმენტით რეგულირდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მიერ პროფესიული სახელოვნებო განათლების პროგრამული დაფინანსების წესი და პირობები (შემდგომში - წესი).
|
მუხლი 2.
დაფინანსების გაცემის მიზანი |
სამინისტროს მიერ დაფინანსების გაცემის მიზანია:
ა) პროფესიული სახელოვნებო განათლების განვითარების ხელშეწყობა; ბ)პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების პოტენციალის შენარჩუნება და საგანმანათლებლო საქმიანობის მიმართულებათა გაფართოება; გ)პროფესიული სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება; დ) პროფესიული სახელოვნებო სტუდენტების ისეთი პროფესიული საქმიანობისთვის მომზადება, რომელიც მოითხოვს პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გამოყენებას; |
მუხლი 3.
პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები |
პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან სამინისტროს მიერ დაფუძნებული:
ა) პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები; ბ) პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები. |
მუხლი 4.
პროგრამული დაფინანსების გაცემის მიზნები და საფუძველი |
1. პროგრამული დაფინანსება გაიცემა სემესტრულად, ამ წესით გათვალისწინებულ დაწესებულებებზე, შემდეგი მიზნებისათვის:
ა) საშტატო განრიგით გათვალისწინებული პერსონალისა და სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასასაქმებელი შტატგარეშე მოსამსახურეების შრომის ანაზღაურებისათვის; ბ) ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯებისათვის; გ) სხვა მიმდინარე ხარჯებისათვის. 2. ყოველი წლის პირველ ივნისამდე დაწესებულებები სამინისტროში შესათანხმებლად წარმოადგენენ ინფორმაციას, რომელიც მოიცავს: მომავალი სასწავლო წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასახელებას, სწავლის საფასურს, პროგრამის საფეხურსა და სწავლის ხანგრძლივობას, ინფორმაციას პროგრამის აკრედიტაციისა და სასწავლებლის მიერ მისაღები კონტინგენტის რაოდენობის შესახებ. 3. პროგრამული დაფინანსების გაცემის საფუძველს წარმოადგენს დაწესებულებების მიერ სამინისტროში წარდგენილი დასაბუთებული მიმართვა (თანდართული ხარჯთაღრიცხვით). 4. ყოველი სასწავლო წლის პირველი სემესტრის პროგრამული დაფინანსება ხორციელდება სასწავლებლების მიერ წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე, რომელსაც დანართის სახით თან უნდა ახლდეს დასაფინანსებელ სტუდენტთა სია, რომლებმაც გაიარეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სპეციალური ტესტირება. 5. მეორე სემესტრის პროგრამული დაფინანსება ხორციელდება სასწავლებლების მიერ წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე, რომელსაც ასევე დანართის სახით უნდა ახლდეს იმ სტუდენტების სია, რომლებმაც დააგროვეს პირველი სემესტრის პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების ოდენობა და სწავლას აგრძელებენ შემდეგ სემესტრში. 6. ყოველი სემესტრის ბოლოს სამინისტროში დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ინფორმაცია, ხარჯების მიზნობრიობისა და არსებული ეკონომიის შესახებ. 7. სამინისტრო გადაწყვეტილებას პროგრამული დაფინანსების შესახებ იღებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
|
| მუხლი 1 |
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა პროფესიულ საგანამანათლებლო პროგრამის შესაბამის პროფესიულ სპეციალიზაციაზე I-V საფეხურებისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად
|
| მუხლი 2 |
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სამინისტროს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი პროფესიული სპეციალიზაციის როგორც IV ასევე V საფეხურებისათვის განისაზღვროს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარით. |