📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 22.12.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19-74
სარეგისტრაციო კოდი 300320000.35.101.016062
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,300 სიტყვა · ~12 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 20.10.2023 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 25.11.2022 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გასაწევი სახელმწიფო მომსახურების სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 10.06.2022 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 02.02.2015 მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 03.08.2018

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19-74 2014 წლის 22 დეკემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 79–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განმსაზღვრელი თანდართული წესი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის –ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილება. 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურის და ვადების განმსაზღვრელი წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ვადებს, საფასურის განაკვეთებს, ასევე საფასურის გადახდის, გადახდისაგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს. 2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ წესით და მისი განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს სააგენტოს ვალდებულებას, ხორციელდება უსასყიდლოდ. მუხლი 2🔗. საფასურის ცნება საფასური არის პირის მიერ ამ წესით დადგენილი ოდენობით, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების მისაღებად, მის ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა. მუხლი 3🔗. საფასურის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა 1. საფასურის შემოღება და მისი ოდენობის  განსაზღვრა ხდება ამ წესით. 2. ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით პირდაპირ გაუთვალისწინებელი მომსახურებისათვის, თუ მომსახურების განხორციელება არ წარმოადგენს სააგენტოს ვალდებულებას, საფასურის ოდენობა შეიძლება დადგინდეს შესაბამისი ხელშეკრულებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობის საფუძველზე. 3. ამ წესით დადგენილი საფასური მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს (მათ შორის: გადასახადებს). 4. საჯარო დაწესებულებები, გარდა მათი დაფუძნებული იურიდიული პირებისა, თავისუფლდებიან ამ წესით დაწესებული საფასურის გადახდისგან. 5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით შესაძლებელია ფიზიკური, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირების ან სხვა ორგანიზაციების გათავისუფლება ამ წესით დაწესებული საფასურის გადახდისგან. მუხლი 4🔗. მომსახურება და დაჩქარებული მომსახურება 1. მომსახურება/დაჩქარებული მომსახურება ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს სააგენტოს მიერ კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ამ წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა. 2. სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. დაინტერესებული პირის მიერ დაჩქარების შესაბამისი ღირებულების გადახდის საფუძველზე, სააგენტო ამ წესით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას აწარმოებს დაჩქარებული წესით. 4. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ წესით განსაზღვრულ დაჩქარებული მომსახურების ვადაზე მეტი, სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტო ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი ვადებით. მუხლი 5🔗. სამუშაოების წარმოებაზე აქტის გამოცემა 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებაზე აქტის გამოცემა: ა) განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში – უფასო; ბ)განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში – 100 ლარი; გ) განცხადების მიღებიდან 8 დღის ვადაში – 200 ლარი; დ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 300 ლარი; ე) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ვადაში – 400 ლარი. 2. თუ სამუშაოებისთვის გამოსაყენებელი ტერიტორია ან/და საზოგადოებრივი სივრცე აღემატება 200 კვადრატულ მეტრს, ხოლო ხაზოვანი ნაგებობების შემთხვევაში 200 გრძივ მეტრს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურს ემატება 100 ლარი ყოველ 200 კვადრატულ ან გრძივ მეტრზე. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების ტერიტორიის ან/და საზოგადოებრივი სივრცის ერთეული არის 200 კვადრატული ან 200 გრძივი მეტრი ხაზოვანი ნაგებობებისთვის, სადაც ყოველ 200 კვადრატულ ან გრძივ მეტრზე მეტი ტერიტორია ან/და საზოგადოებრივი სივრცე განისაზღვრება დამატებით 200 კვადრატულ ან გრძივ მეტრად. 4.თუ ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟისთვის გათვალისწინებულია სამუშაოების წარმოება  გზის სავალ ნაწილზე - სატრანსპორტო საშუალებათა ინტენსიური მოძრაობის მონაკვეთზე ან საპატრულო პოლიციის უფლებამოსილი წარმომდაგენლის მიერ ელექტრონულად მოთხოვნილი/დადგენილია საგზაო მოძრაობის სქემის საჭიროება, სააგენტო ამზადებს დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემას და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურს ემატება 300 ლარი. 5. თუ სამუშაოების წარმოებისთვის აუცილებელია 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურს ემატება 100 ლარი ყოველი დამატებითი 30 კალენდარული დღისათვის. 6. სააგენტოს მიერ გაცემული აქტით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ვადის გასვლამდე დაინტერესებული პირის მიერ მიმართვის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია 3 დღის ვადაში (უფასოდ) განახორციელოს პროექტში ცვლილების შეტანა. 7. სააგენტოს მიერ გაცემული აქტით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ვადის გასვლამდე დაინტერესებული პირის მიერ მიმართვის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია სამუშაოთა წარმოების ვადა გააგრძელოს დამატებითი ვადით. სააგენტოს მიერ გაცემული აქტით განსაზღვრული სამუშაოების შესრულებისთვის დამატებითი ვადის მიცემის შესახებ აქტის გამოცემისათვის სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია გადაიხადოს ამ მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტით განსაზღვრული საფასური, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდის გარეშე. 8. სააგენტოს მიერ გაცემული აქტით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ვადის გასვლის შემდეგ დაინტერესებული პირის მიერ სამუშაოთა წარმოების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში, ახალი აქტის გამოცემა ხორციელდება ამ მუხლის 1-ლი-მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით. 9. ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების ვადის ერთეული არის 30 კალენდარული დღე, სადაც ყოველ 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა განისაზღვრება დამატებით 30 კალენდარულ დღედ. 10. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემა ხორციელდება უსასყიდლოდ (ფასიანი მომსახურების გარეშე). 11. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თითოეულ სამუშაოს წარმოებაზე ან ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟზე განცმხადებელმა უნდა წარადგინოს ცალკე განცხადება. მუხლი  6🔗. ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის თანხმობის გაცემა 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის თანხმობის გაცემა: ა) თუ ნაგებობის სიგრძე არ აღემატება 5 კმ-ს – თითოეულ კმ-ზე 100 ლარი; ბ) თუ ნაგებობის სიგრძე აღემატება 5 კმ-ს –5 კმ-ზე ზემოთ თითოეულ კმ-ზე 10 ლარი. 2. დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობისას პირველ პუნქტში დადგენილ საფასურს ემატება: ა) განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში თანხმობის მისაღებად – უფასო; ბ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში თანხმობის მისაღებად – 100 ლარი; გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში თანხმობის მისაღებად – 200 ლარი; დ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში თანხმობის მისაღებად – 300 ლარი; ე) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში თანხმობის მისაღებად – 500 ლარი. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ხაზობრივი ნაგებობის სიგრძის ერთეულს წარმოადგენს ერთი კილომეტრი, ყოველ 1 (ერთ)კილომეტრზე ნაკლები სიგრძე განისაზღვრება დამატებით 1 (ერთ) კილომეტრად. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განმცხადებელმა თითოეულ ხაზობრივ ნაგებობაზე უნდა წარადგინოს ცალკე განცხადება. მუხლი 7🔗. ქონების გამოყენებაზე აქტის გამოცემა 1. „ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებული წესდების (დებულების) მე-2 მუხლის მე–2 პუნქტის „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქონების შემდგომ გამოყენებაზე (გარდა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) აქტის გამოცემა: ა) განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში – უფასო; ბ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში – 100 ლარი; გ) განცხადების მიღებიდან 8 დღის ვადაში – 200 ლარი; დ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 300 ლარი; ე) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ვადაში – 400 ლარი. 2. იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული აქტის გამოსაცემად აუცილებელია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილება, ვადის ათვლა დაიწყება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან. მუხლი 8🔗. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების, ფართობის ცვლილების (შემცირების) ან/და საზღვრების შეცვლის შესახებ აქტის გამოცემა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების, ფართობის ცვლილების (შემცირების) ან/და საზღვრების შეცვლის შესახებ აქტის გამოცემა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან: ა) 15 დღის ვადაში – უფასო; ბ) 10 დღის ვადაში – 100 ლარი; გ) 8 დღის ვადაში – 200 ლარი; დ)5 დღის ვადაში – 300 ლარი; ე) 3 დღის ვადაში – 400 ლარი. მუხლი 9🔗. განვადებით სარგებლობა 1. თუ პირობითი აუქციონის გზით შეძენილი ლოტის სრული/საბოლოო ღირებულების გადასახდელად მყიდველს დასჭირდა 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა, მყიდველს შეუძლია ისარგებლოს განვადებით, არაუმეტეს 2 წლის ვადით, გრაფიკით ან მის გარეშე. 2. განვადების საფასური შეადგენს ლოტის საწყისი ღირებულების 0,5% ყოველ დამატებით 30 კალენდარულ დღეზე. ლოტის სრული/საბოლოო ღირებულების გადახდის ვადის ერთეული არის 30 კალენდარული დღე, სადაც ყოველ 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა განისაზღვრება დამატებით 30 კალენდარულ დღედ. პირველი 30 კალენდარული დღისთვის ქონების შემძენი არ იხდის განვადების საფასურს. მუხლი 10🔗. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა 1. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის დადასტურებიდან:                ა) 15 დღის ვადაში – უფასო;  ბ) 8 დღის ვადაში – 50 ლარი;  გ) 5 დღის ვადაში –100 ლარი;  დ) 3 დღის ვადაში – 200 ლარი;  ე) 1 დღის ვადაში – 300 ლარი. 2.რეგისტრაციას დაქვემდებარებულ თითოეულ ქონებაზე გადაიხდება ცალკე მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების საფასური. მუხლი 11🔗. ვალდებულების შესრულების დადასტურება ან/და შეზღუდვის მოხსნა 1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაინტერესებული პირისთვის (მოვალისათვის) ვალდებულების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დადასტურება ანდა შეზღუდვის მოხსნა, განცხადების მიღებიდან:  ა) 15 დღის ვადაში – უფასო;  ბ) 10 დღის ვადაში – 50 ლარი;  გ) 8 დღის ვადაში – 100 ლარი;  დ) 5 დღის ვადაში – 200 ლარი. 2. იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი კანონმდებლობით ვალდებულების შესრულების დადასტურებისთვის ანდა შეზღუდვის მოხსნისთვის აუცილებელია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის აქტის გამოცემა, ვადის ათვლა დაიწყება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან. 3. ვალდებულების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დადასტურება ან/და შეზღუდვის მოხსნა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან:  ა) 15 დღის ვადაში – უფასო;  ბ)10 დღის ვადაში - 50 ლარი  გ) 8 დღის ვადაში – 100 ლარი;  დ) 5 დღის ვადაში – 200 ლარი. 4. თუკი რამდენიმე პირი წარმოადგენს დაინტერესებულ პირს (მოვალეს), ყოველ მათგანს ინდივიდუალურად ეკისრება ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდა. მუხლი 12🔗. აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასური 1. სააგენტოს მიერ აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასურის ოდენობა: ა) უძრავი ქონების აუქციონში გამარჯვებულისთვის (ქონების საკუთრების ან/და სარგებლობის უფლებით შემძენისთვის) შეადგენს 250 ლარს;  ბ) მოძრავი ქონების ან/და აქციების/წილების აუქციონში გამარჯვებულისთვის შეადგენს 20 ლარს.  2. მომსახურების საფასურის ოდენობა არ არის დამოკიდებული ლოტში შემავალი ნივთების/უფლებების რაოდენობაზე, გარდა ამ მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ ლოტი, სხვა ქონებასთან ერთად, მოიცავს უძრავ ქონებასაც, მაშინ აუქციონში გამარჯვებული იხდის მხოლოდ უძრავი ქონების აუქციონში გამარჯვებისათვის დაწესებულ საფასურს. 3. თუ ლოტში შედის რამდენიმე უძრავი ნივთი, უძრავ ქონებაზე საკუთრების და/ან სარგებლობის უფლების აუქციონში გამარჯვებული ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასურთან ერთად იხდის აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასურს – 100 ლარს,ყოველ და მატებით უძრავ ნივთზე. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების და/ან სარგებლობის უფლების აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასური ასევე მოიცავს საჯარო რეესტრში უფლების 4 სამუშაო დღის ვადაში რეგისტრაციის საფასურს. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული საფასურის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულების საფუძველზე სააგენტოს მიერ ორგანიზებული აუქციონის გზით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი იურიდიული პირების ან/და სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირების ქონების სარგებლობის უფლების შემძენ პირებს. 5.  აუქციონში გამარჯვებულის მიერ სააუქციონო პირობ(ებ)ის შეუსრულებლობის გამო აუქციონის შედეგების გაუქმებისას,  არა უგვიანეს შედეგების გაუქმებიდან 10 კალენდარული დღისა, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასური. მუხლი 13🔗. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი იურიდიული პირებისა  და სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის აუქციონის ჩატარება 1. სააგენტო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი იურიდიული პირებისათვის აუქციონს ატარებს მოქმედი კანონმდებლობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულების შესაბამისად, ხოლო სხვა ფიზიკური ან/და იურიდიული პირებისთვის – მოქმედი კანონმდებლობისა და ხელშეკრულების შესაბამისად. 2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრება თითოეული ლოტის საწყისი ღირებულების (ბიჯის გარეშე) 5%-ით; 3. იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება ქონების სარგებლობის უფლების აუქციონი, მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ლოტის (სარგებლობის უფლების) საზღაურის (ქირის) ერთი თვის შესაბამისი ოდენობით. 4. საქველმოქმედო მიზნებისთვის განკუთვნილ სარეალიზაციო ქონებაზე სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობის საფუძველზე, აუქციონს ატარებს უსასყიდლოდ. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულებას სააუქციონო ლოტის მესაკუთრე იხდის მხოლოდ ლოტის რეალიზაციის შემთხვევაში. მუხლი 14🔗. ვადის გამოთვლა 1. სააგენტოს მიერ ამ წესით დადგენილი მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების შესასრულებლად განსაზღვრულ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები. 2. ამ წესით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სააგენტოში რეგისტრაციის, სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ან თანხის სრულად გადახდის დადასტურების მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. 3. სააგენტო უფლებამოსილია: ა) განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს დაწყებული წარმოებიდან გასული ვადა; ბ) დაჩქარებული მომსახურების საფუძველზე დაწყებული წარმოების შემდგომი დაჩქარების მოთხოვნის შემთხვევაში, შემდგომი დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს დაწყებული წარმოებიდან გასული ვადა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემდგომი დაჩქარების საფასურის ოდენობაში ასევე იანგარიშება თავდაპირველი დაჩქარებისთვის გადახდილი თანხის ოდენობა. 5. სააგენტოს მიერ დადგენილი ხარვეზის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში აღმოფხვრის შემთხვევაში, დაწესებული დაჩქარებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება თავიდან. მუხლი 15🔗. საფასურის გადახდის წესი და პირობები 1. ამ წესით განსაზღვრული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ წესით გათვალისწინებული შესაბამისი საფასური. დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია. 2.საფასური გადაიხდება წინასწარ, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, გარდა მე–9, მე-12 და მე-13 მუხლებით გათვალისწინებული მომსახურებისა. 3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით. 4. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი. 5. არამართლზომიერად ან/და არასწორად განხორციელებული ანგარიშსწორების გამოვლენის შემთხვევაში განხორციელებული მომსახურების შედეგები ბათილია. 6. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე. მუხლი 16🔗. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება 1. თუ საფასური გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ წესით დადგენილ განაკვეთს შორის. 2. გადახდილი საფასური მთლიანად ბრუნდება, თუ: ა) სააგენტო სათანადო საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე; ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების შესახებ განცხადების წარგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას; გ) სააგენტომ მომსახურება არ განახორციელა ამ წესით დადგენილ ვადებში; დ) დაინტერესებული პირის კონკრეტული მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების შესახებ სააგენტოს პირველი გადაწყვეტილება უარყოფითია. აღნიშნული არ წარმოადგენს იმავე მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების განმეორებით მოთხოვნის შედეგად მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისას მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის დაბრუნების საფუძველს. 3. თუ დაინტერესებული პირი ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში და სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის. 4. განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძველზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში განმცხადებელს დაჩქარებული მომსახურების გადახდილი საფასური უკან არ დაუბრუნდება. 5. ამ მუხლის 1-ლი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა მომსახურების მიღებისათვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 თვის განმავლობაში. საფასურის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ, განცხადებას თან უნდა ერთოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება. 6. გადახდილი საფასურის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება საფასურის გადამხდელს.