1. მთავრობის სხდომაზე განსახილველად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ადმინისტრაციაში ელექტრონული ან მატერიალური ფორმით წარდგენის უფლება აქვთ:
ა) თბილისის მერს;
ბ) მთავრობის წევრს;
გ) თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომელიც არ არის მთავრობის წევრი;
დ) თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს.
2. პროექტს თან უნდა ახლდეს:
ა) შეთანხმებები კურატორ მერის მოადგილესთან, მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან ან/და სსიპ-თან; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ტექსტი, ასევე ელექტრონული ვერსია.
ბ) საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შემთხვევაში, განმარტებითი ბარათი, რომელშიც უნდა აისახოს პროექტის მიღების საფუძველი, მოკლე ანოტაცია, აგრეთვე საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედების მეშვეობით მოსალოდნელი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები, ასეთის არსებობის შემთხვევაშ