1. მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების უფლება აქვს თბილისის მერს, მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს), მერის მოადგილეს, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულს/ტერიტორიულ ორგანოს და თბილისის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირს.

2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები მთავრობას წარედგინება მთავრობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.

3. მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი მატერიალური ფორმით შეთანხმებული/ვიზირებული უნდა იყოს მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურთან, აგრეთვე ყველა იმ სტრუქტურულ ერთეულთან, ტერიტორიულ ორგანოს ან/და სსიპ-თან, რომელთა გამგებლობასაც განეკუთვნება პროექტით გათვალისწინებული საკითხები. პროექტის შემთანხმებელთა ჩამონათვალს განსაზღვრავს პროექტის წარმდგენი. ვიზირებული პროექტი ბარდება ადმინისტრაციას სხდომის ჩატარებამდე 3 დღის ვადაში.

4. მერის ან მთავრობის წევრის მიერ მთავრობის სხდომაზე პროექტის მიმართ შენიშვნებისა და წინადადებების გამოთქმის შემთხვევაში, პროექტი, მერის მიერ მითითებულ (დადგენილ) ვადაში შესაძლოა დაუბრუნდეს საკითხის ინიციატორს, დამატებით დასამუშავებლად და დასაზუსტებლად.

5. შესაბამისი პირობების არსებობისას მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის შეთანხმება/ვიზირება შეიძლება მოხდეს ელექტრონული სისტემის/პროგრამის საშუალები