1. მთავრობის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მთავრობის სხდომის მოწვევის გარეშე მიღების საკითხს წყვეტს მერი, პროექტის წარმომდგენის კურატორი მერის მოადგილის დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე.
2. შესაბამისი კურატორი მერის მოადგილის თანხმობის შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარმომდგენი უზრუნველყოფს პროექტის ელექტრონულ ან მატერიალურ შეთანხმებას მერიის ყველა იმ სტრუქტურულ ერთეულთან, ტერიტორიულ ორგანოს ან/და ორგანიზაციასთან, რომელთა გამგებლობასაც განეკუთვნება პროექტით გათვალისწინებული საკითხები.
3. მერიის სტრუქტურული ერთეული, ტერიტორიულ ორგანო ან/და ორგანიზაცია, რომელსაც შესათანხმებლად წარედგინა პროექტი, საკუთარ პოზიციას აფიქსირებს (ვეთანხმები, არ ვეთანხმები), ელექტრონული ან მატერიალური ფორმით.
4. მერიის სტრუქტურული ერთეული, ტერიტორიული ორგანო ან/და ორგანიზაცია იმ შემთხვევაში, როდესაც არ ეთანხმება წარმოდგენილ პროექტს, უბრუნებს წარმომდგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს შენიშვით.
5. პროექტის მიმართ შენიშვნების არსებობისას, პროექტის წარმომდგენი ვალდებულია განიხილოს იგი, შენიშვნის ავტორთან შეთანხმების მიღწევის მიზნით.
6. პროექტის მიმართ სადავო საკითხზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, პროექტი შეიძლება მთავრობის სხდომის მოწვევის გარეშე განხილულ იქნეს შენიშვნებით და მათი გაუთვალისწინებლობის შესაბამისი არგუმენტაციით.
7. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მთავრობის სხდომის მოწვევის გარეშე, მიღებულად ითვლებ, თუ მას მხარს დაუჭერს მთავრობის წევრების სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. მთავრობის წევრების ხმის მიცემა ფიქსირდება ,,შეთანხმების ფურცელზე’’ ხელმოწერით. მთავრობის წევრების ხმის მიცემა ასევე შესაძლებელია დაფიქსირდეს ელექტრონული ფორმით.
8. ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს მთავრობის სხდომის მოწვევის გარეშე მიღებული პროექტის მერისათვის ხელმოსაწერად წარდგენას.
9. მთავრობის სხდომის მოწვევის გარეშე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების თარიღად ითვლება მერის მიერ მისი ხელმოწერის დღე.
10. ამ მუხლით განსაზღვრული წესით, მიღებული მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ სათანადო ჩანაწერი კეთდება მთავრობის უახლოესი სხდომის ოქმშ