გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (14)
შემდგომი ცვლილებები (5)
წინა ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №46 |
|
2014 წლის 23 დეკემბერი ქ. გარდაბანი |
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის შემოსავლების კლასიფიკაცია (დანართი №2).
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაცია (დანართი №3).
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია (დანართი №4).
1) გადასახადები 4300 ათ. ლარის ოდენობით.
2) გრანტები 4001,4 ათ. ლარის ოდენობით. აქედან:
ა) გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარება მიზნობრივი ტრანსფერტი დელეგირებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად 260.0 ათ. ლარი.
ბ) 3741,4 ათ. ლარი გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარება გათანაბრებითი ტრანსფერტი.
3) სხვა შემოსავალები 2779 ათ. ლარის ოდენობით.
ა) კ.ს.ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება – 2348.5 ათ. ლარი (9 თვის განმავლობაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ერთი ბავშვის შენახვის ღირებულება თვეში განისაზღვროს 80 ლარით “სამჯერადი კვებით” და დაფინანსდება 2650 აღსაზრდელი სრულად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ, ასევე იანვრის, ივლისის და აგვისტოს თვეში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელფასებისა და მიმდინარე ხარჯებისათვის – 433.3 ლარი და დახურული ბაღების დარაჯების (2 დარაჯი) ხელფასის ასანაზღაურებლად – 7200 ლარი.
ბ) კ.ს.ა..ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანების ცენტრი – 121,0 ათ. ლარი (8 თვის განმავლობაში სამუსიკო სკოლების ცენტრში ერთი ბავშვის შენახვის ღირებულება განისაზღვროს 60 ლარის ოდენობით და დაფინანსება განხორციელდეს წილობრივი მონაწილეობით, 200 ბავშვის ღირებულების 45 ლარს დაფარავს გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ხოლო მშობელთა შემონატანი განისაზღვროს 15 ლარის ოდენობით, ასევე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღსაზრდელებზე გარდაბნის მუნიციპალიტეტი დაფარავს სრულ ღირებულებას 15 აღსაზრდელზე 60 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციის შენახვის ხარჯი კი განისაზღვროს 47.2 ათ. ლარით).
გ) კ.ს.ა.ა.ი.პ. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი“ - 330,0 ათ. ლარი (სასპორტო სკოლებში ერთი ბავშვის ღირებულება განისაზღვროს 25 ლარის ოდენობით და დაკვეთა განხორციელდეს შემდეგი ოდენობით - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული იქნას 1100 ბავშვის შენახვის ღირებულება)
დ) კ.ს.ა.ა.ი.პ. მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი - 110,0 ათ. ლარი (გარდაბნის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში განთავისუფლდეს გადასახადისგან 509 ბავშვი და ერთი ბავშვის ღირებულება განისაზღვროს 18 ლარის ოდენობით).
ე) ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება. – 77.0 ათ. ლარი
ვ) ა.ა.ი.პ.,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი” და ანსამბლი „ბეთანია“ - 164.7 ათ. ლარი
ზ) ა.ა.ი.პ „ივანე ჯავახიშვილის სახ.გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“ – 99.6 ათ.ლარი;
თ) კ.ს.ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მეგობრობის ცენტრი. _ 85,4 ათ. ლარი;
ი) კ.ს.ა.ა.ი.პ”საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა”-210,0 ათ. ლარი,
კ) ა.ა.ი.პ “ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებისათვის”-132,0 ათ. ლარი
ლ) შ.პ.ს. „რუსთავის ნაგავსაყრელი“ – 140,0 ათ.ლარი
მ) ა.ა.ი.პ ,, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო გაერთიანება“ – 50,0 ათ ლარი
1) ბიუჯეტის დამტკიცებიდან, არაუგვიანეს ათი დღის ვადისა, უზრუნველყონ საფინანსო გეგმებისა და ინდივიდუალური ხარჯთაღრიცხვების დამტკიცება და წარდგენა საფინანსო სამსახურში.
2) არ დაუშვან გეგმით გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულების არცერთი შემთხვევა წინასწარი დაფარვის წყაროს გამოძებნის გარეშე, აგრეთვე ზედმეტი და არააუცილებელი ხარჯების გაწევა.
3) მკაცრი კონტროლი დააწესონ ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების მიზნობრივ ხარჯვაზე.
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
2.
|
2.
|
2.
|
2.
|
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, №46, 23.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.161.016201 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2644047-9/