აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№940
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტოს 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ

 

      საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე წარმოგიდგენთ ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე:

ა) 2014 წლის საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირისგან, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, შემოვიდა 10 (ათი) განცხადება/წერილი;

ბ) 2014 წლის საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით, განცხადება/წერილი არ შემოსულა;

გ) სრულად დაკმაყოფილდა 6 (ექვსი) განცხადება, ნაწილობრივ არ დაკმაყოფილდა 3 (სამი) წერილი:

პირველ შემთხვევაში მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცის ნაწილი (სხვადასხვა კომისიის დებულებები) იყო შემუშავების პროცესში, რის გამოც ვერ გაიცა. გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე: ირმა ბებია - საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსის მოადგილე, (საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი).

მეორე შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი შეიცავდა პირის პერსონალურ მონაცემებს და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ბ’’ პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად  ინფორმაცია არ გაიცა.გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე: ნატო გრიგალაშვილი - საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მარ თვ ისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსის მოადგილე.

მესამე შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცის შინაარსის გათვალისწინებით, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა პირის პერსონალურ მონაცემს და არ არსებობდა თვით ამ პირის თანხმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება ინფორმაცია ნაწილობრივ არ გაიცა, საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლი. გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე: გიორგი წაქაძე - საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი).

ერთ შემთხვევაში, წერილში მოთხოვნილი ინფორმაცია (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მედია საშუალებებთან დადებული ხელშეკრულებების ასლები და გადარიცხული თანხების საერთო ოდენობა) ვერ გაიცა, რადგანაც სამინისტროს არცერთ მედია საშუალებასთან ხელშეკრულება დადებული არ ჰქონდა, შესაბამისად თანხის გადარიცხვაც არ მომხდარა. გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე: გიორგი წაქაძე საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი).

დ) საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  თანამშრომლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები არ დაურღვევიათ;

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებიდან არცერთი გასაჩივრებულა;

ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ  საჯარო ინფორმაცია გასცა უსასყიდლოდ.

 

მინისტრი                                                               . ბაკარაძე