სსიპ-ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქ.თბილისის  მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 01.01.2014-10.12.2014 წწ. ანგარიში

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოში დაინტერესებული პირების მიერ მოთხოვნილ, საჯარო ინფორმაციის შესახებ შემოსულ კორესპონდენციას, განიხილავს და ინფორმაციის მიწოდებით უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება.

2014 წლის 1 (პირველი) იანვრიდან 10 (ათი) დეკემბრის მდგომარეობით ქ.თბილისის  მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მატერიალური ფორმით შემოსულია 127 (ას ოცდაშვიდი) წერილი. აქედან 66 (სამოცდაექვსი) შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაცემულია საჯარო ინფორმაცია და მოთხოვნილი დოკუმენტაციის ასლები. 7 (შვიდ) შემთხვევაში განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და მოთხოვნის დასაზუსტებლად დაუდგინდა დამატებითი ვადა.  15 (თხუთმეტი) წერილის შემთხვევაში განსახილველი საკითხი ეხებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს და შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისთვის, განცხადებები გადაეგზავნა კომპეტენტურ ორგანოს. 38 (ოცდათვრამეტი) შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.  ამასთან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული 2 (ორი) გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში. 1 წერილი არის განხილვის პროცესში.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებ.გვერდზე auction.tbilisi.gov.ge, ბმულზე - „საჯარო ინფორმაცია“.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა  ასევე შესაძლებელია ელექტრონულად სააგენტოს ვებ.გვერდზე - www.iauction.ge (ან www.auction.tbilisi.gov.ge) რეგისტრაციისა და „საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა/განცხადება/საჩივარი“ ბმულის შევსების გზით. 2014 წლის 1 (პირველი) იანვრიდან 2014 წლის 10 (ათი) დეკემბრის მდგომარეობით ელექტრონული ფორმით ზემოაღნიშნული ბმულის საშუალებით შემოსულია 1484 განცხადება. 8 (რვა) განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი, 929 (ცხრაას ოცდაცხრა) განცხადებაზე გაცემულია - უარყოფითი პასუხი,  30  (ოცდაათი) განხილვის პროცესშია, ხოლო 517 (ხუთას ჩვიდმეტი) განცხადებაზე გაცემულია - თანხმობა.

საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისას, ზემოთ აღნიშნულ ბმულზე შემოსულ წერილებს, სტატუსი - უარყოფა ენიჭებათ შემდეგ შემთხვევებში:

ა) განმცხადებლის მიერ არასწორადაა შევსებული „საჯარო ინფორმაციის/განცხადების/საჩივრის ბმული“. სტატუსი - „უარყოფის“ მინიჭებისას განმცხადებლისთვის ხდება განმარტება იმისა, რომ საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით საჭიროა სხვა ბმულის შევსება;

ბ) მოთხოვნილი საკითხის დაკმაყოფილება სცილდება სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს;

გ) სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას ინფორმაციის/დოკუმენტის არ ფლობის გამო მოთხოვნა დააკმაყოფილოს;

დ) მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით პასუხი ადრესატს ეცნობა სხვა გადაწყვეტილებით;

ე) საკითხის დაკმაყოფილების მიზნით ადრესატმა უნდა მიმართოს სხვა სტრუქტურას;

ვ) მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

 

 

სააგენტოს უფროსის

მოვალეობის შემსრულებელი                  გიორგი გაგოშიძე