ს.ს. "ბიზნესცენტრი სოფმშენის" განცხადება აქციონერთა განმეორებითი კრების მოწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს.ს. ბიზნესცენტრ „სოფმშენის“ (ს/კ 204 854 014)
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
(აქციონერთა განმეორებითი კრების მოწვევის შესახებ)
2014 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
საზოგადოების წესდების მე-15 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის თანახმად ჯამურად 29,13% ხმების მქონე აქციონერების ვახტანგ ლომაიასა და ბიჭიკო წერეთლის მხრიდან, საზოგადოების ადგილსამყოფელის მისამართზე (ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. # 45, სართული 9) 2015 წლის 21 იანვარს 11:00 საათზე მოიწვევა საზოგადოების განმეორებითი კრება ბეჭვდით ორგანოში განცხადებით, რადგან 2014 წლის 22 დეკემბერს კრება გაიმართა და არ იყო კვორუმი, შემდეგი დღის წესრიგით:
აუდიტის მოწვევის შესახებ;
სესხის შესახებ;
საზოგადოების შემოსავლების და მოგების ოპტიმიზაციის კუთხით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საზოგადოებაში სამეთვალყურეო საბჭოს გაუქმების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით;
საზოგადოების ქონების ეფექტურად მართვის მიზნით მმართველი კომპანიის შერჩევის თაობაზე ტენდერის გამოცხადების შესახებ.
საწარმოსათვის შემოსავლების გაზრდის მიზნით საწარმოზე რიცხული ეზოს ტერიტორიით მოსარგებლე ყველა პირისათვის გადასახადის სავალდებულოობის დაწასების თაობაზე.
აქციონერების სააქციო საზოგადოების მართვაში ფორმალური მონაწილეობის და დივიდენდის ყოველთვიური ხელფასის სახით განაწილების პრაქტიკის აკრძალვის შესახებ.
კომპანიის შემოსავლების სამსახურის მხრიდან დაჯარიმების აქტის სასამართლოში გასაჩივრების თაობაზე (კომპანიისათვის ზიანის მოყენების შესახებ).
ქონების გადასახადის ობიექტურად დარიცხვის მიზნით სააქციო საზოგადოების ქონების საბაზრო ღირებულებით შეფასების შესახებ.
კომპანიის დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
ბიზნესცენტრ „სოფმშენის“ მხრიდან საწარმოს აქციონერების ვახტანგ ლომაიას, ბიჭიკო წერეთლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის გაუცემლობის შესახებ;
კომპანიის მხრიდან იჯარით ფართების გაცემის საერთო სტანდარტის დადგენის თაობაზე (აქციონერების და ურთიერთდამოკიდებული პირების მხრიდან ფარული დამატებითი შემოსავლების მიღების აღსაკვეთად.)
2015 კალენდარული წლისთვის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა.
განმეორებითი კრების სააღრიცხვო თარიღად დადგინდეს 2014 წლის 22 დეკემბერი.
კრების მომწვევი აქციონერების ხელმოწერა:
ვახტანგ ლომაია
ბიჭიკო წერეთელი