შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოსათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2335
2014 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოსათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს“ (ს/კ №204871594) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) წლის ვადით, გადასცეს ქ. თბილისში, ჩიქოვანის ქ. №14-ში (ნაკვეთი 08/026) მდებარე 16772 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1-2-3, საერთო ფართობით - 3984 კვ.მ, №4 - საერთო ფართობით - 359 კვ.მ, №5 - საერთო ფართობით - 523 კვ.მ, ასევე, შენობა-ნაგებობები: №6, №7, №8, №9, №10, №11, №12 (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ №01.14.14.008.026).
2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოსათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოსათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.12.2014.
- როდის იქნა მიღებული „შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოსათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოსათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 18.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2335. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018216.
- სად არის „შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოსათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.12.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოსათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №2335, 18.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018216 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2649192/