სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2371
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018255
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2371

2014 წლის 19 დეკემბერი

 ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის  სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

      საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271  მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 274 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:

1. ტყიბულის მუნიციპალიტეტში, გელათის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტულ-ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემის მოწყობის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული, იმერეთის სატყეო სამსახურის ტყიბულის სატყეო უბნის ორპირის სატყეოს კვარტალ №55-ის ლიტერ №16-ში (190 კვ.მ), კვარტალ №63-ის ლიტერ №7-ში (15 კვ.მ) და ამავე კვარტალების მიმდებარედ, ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში (250 კვ.მ) არსებულ მიწის ფართობზე (სულ – 455 კვ.მ), სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების მოჭრის უფლების გარეშე) ვადა, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, განესაზღვროს 2 (ორი) წლით.

2. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის, საკომპენსაციო ღონისძიების სახით, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული იმერეთის სატყეო სამსახურის წყალტუბოს სატყეო უბნის ცხუნკურის სატყეოში, ყოფილი ქუთაისის სატყეოს კვარტალ №8-ში სპეციალური დანიშნულებით სარგებლობას დაქვემდებარებულ ტოლფას ფართობზე (455 კვ.მ) 2015 წლის 15 მარტიდან 1 მაისამდე უზრუნველყოს ტყის აღდგენის ღონისძიება – ტყის გაშენება-დარგვით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                          ირაკლი ღარიბაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.12.2014.
როდის იქნა მიღებული „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“?
„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 19.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2371. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018255.
სად არის „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.12.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“, №2371, 19.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018255 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2651150/