სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2466
2014 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 274 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:
1. ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კაცხის სვეტის მონასტრის და კაცხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტულ-ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემის მოწყობის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული, იმერეთის სატყეო სამსახურის ჭიათურის სატყეო უბნის კაცხის სატყეოს კვარტალ №21-ის ლიტერ №4-ში (163 კვ.მ) და კვარტალ №17-ის ლიტერ №5-ში (67 კვ.მ) არსებულ მიწის ფართობზე (სულ - 230 კვ.მ), სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების მოჭრის უფლებით გარეშე) ვადა, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს განესაზღვროს 2 (ორი) წლით.
2. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის, საკომპენსაციო ღონისძიების სახით, სსიპ -საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული წყალტუბოს სატყეო უბნის ცხუნკურის სატყეოს №8 კვარტალის №9 ლიტერში, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობას დაქვემდებარებული ფართობის ტოლფას ფართობზე (230 კვ.მ), 2015 წლის 15 მარტიდან პირველ მაისამდე, უზრუნველყოს ტყის აღდგენის ღონისძიება - ტყის გაშენება- დარგვით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2014.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“?
- „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 26.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2466. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018308.
- სად არის „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“, №2466, 26.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018308 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2675590/