სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1918
2016 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ს სიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის 107,3 ჰა მიწის ფართობზე (მათ შორის: ხაიშის სატყეო უბნის ხაიშის სატყეოს №80 კვარტალის №7 ლიტერში – 16 ჰა; №102 კვარტალის №6 ლიტერში – 16 ჰა; №103 კვარტალის №5 ლიტერში – 10 ჰა და №71 კვარტალის №6 ლიტერში - 8 ჰა - სულ, ხაიშის სატყეოში – 50 ჰა; ორმელეთის სატყეოს №62 კვარტალის №1 ლიტერში - 19 ჰა; №62 კვარტალის №4ა ლიტერში – 4,3 ჰა და №45 კვარტალის №8 ლიტერში – 30 ჰა; №15 კვარტალის №5 ლიტერში – 4 ჰა - სულ, ორმელეთის სატყეოში – 57,3 ჰა), ტყის მდგრადი მართვის პრინციპებიდან გამომდინარე, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების ჭრის უფლებით) ვადა სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს განესაზღვროს 2 (ორი) წლით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.09.2016.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“?
- „სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 16.09.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1918. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022246.
- სად არის „სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.09.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“, №1918, 16.09.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022246 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3408272/