საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №708
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018328
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2014
matsne.gov.ge 220 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 08.04.2015 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 25.11.2020 საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 26.11.2014 „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 24.09.2015 საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 28.04.2020

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №708 2014 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ მუხლი 1🔗 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 23/09/2013, 040030000.05.001.017075) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი (შემდგომში - ჰოსპიტალი). 2. ჰოსპიტალი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 აგვისტოს №483 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის უფლებამონაცვლედ. 3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ: ა) განახორციელოს ჰოსპიტლის სახელმწიფო კონტროლი; ბ) უზრუნველყოს ჰოსპიტლის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა. 4. ჰოსპიტალს სათანადო ქონება გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗 საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულებაში შესაბამისი ცვლილების განხორციელება, ამ დადგენილებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების მიღება არ უკავშირდება ამავე დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოქმედი ხელმძღვანელის ან მის თანამშრომელთა ხელახალ დანიშვნას/გადანიშვნას ან/და დებულების ახლიდან დამტკიცებას ან/და ქონების გადაცემას. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი