აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
2014 წლის ანგარიში
საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში საქმიანობას ახორციელებდა საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათ შესაბამისად წარმოგიდგენთ ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე:
ა) 2014 წლის საანგარიშო პერიოდში დეპარტამენტში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 19 (ცხრამეტი) წერილი, საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით - 0 ;
ბ) დადებითი პასუხით დაკმაყოფილდა 19 (ცხრამეტი) მოთხოვნა;
გ) დეპარტამენტს გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ პერსონალურ მონაცემთა ბაზა. მათზე წვდომა გააჩნიათ უწყების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს მათი კომპეტენციის ფარგლებში;
დ) დეპარტამენტის თანამშრომლებს არ დაურღვევიათ ამ კოდექსის მოთხოვნები, შესაბამისად არ მომხდარა დისციპლინური სახდელის დადება;
ე) დეპარტამენტს არ განუცხადებია უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე;
ვ) დეპარტამენტმა საჯარო ინფორმაცია გასცა უსასყიდლოდ.
აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის დევნილთა საქმეების
დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე