საქართველოს ადმნისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1181, 1182 და 1183 მუხლები:
„მუხლი 1181. სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა
მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მისგან მარჯვენა (მარცხენა) მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა ავტომაგისტრალებზე, გარდა ადგილობრივი მნიშვნელობის და ქალაქების ტერიტორიაზე არსებული საავტომობილო გზებისა, –
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომლის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს.
მუხლი 1182. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მართვის დროს მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელიც მოქმედებდა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში.
მუხლი 1183. მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლისა და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა
მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლისა და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 15 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 23 ივნისი.
№1748–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმნისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმნისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.06.2005.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმნისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს ადმნისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 23.06.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1748. სარეგისტრაციო კოდი — 020.080.000.05.001.001.899.
- სად არის „საქართველოს ადმნისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.06.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმნისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“, №1748, 23.06.2005, სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.001.899 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/26728/