აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟირების წესის, პირობების, სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის და თანხმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.02.2015
გამომცემი ორგანო აჟარის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010250010.35.102.016104
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.02.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სპარტაკ გურჩიანი | აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თელავის მუნიციპალიტის საკრებულოს აპარატში/გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის, პირობების და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში
სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების
შ ე ს ა ხ ე ბ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/ საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების
დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟირების წესის, პირობების, სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის და თანხმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2015 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟირების წესის, პირობების და
სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 ნაწილისა და „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების საფუძველზე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი და პირობები დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების ნიმუშები დანართი №2-ის და დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი
დანართი №1
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოებში
სტაჟირების გავლის წესი და პირობები
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი და პირობები (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიცპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗.
სტაჟირების მიზანი
სტაჟირების მიზანია:
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმების მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა;
2. შესაბამისი პროფილის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალების მიცემა;
3. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის კვალიფიციური კადრების მომზადება;
4. მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით, ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა. სტაჟირების ერთიანი სტანდარტის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმების მსურველთათვის ჯანსაღი კონკურენციის შექმნასა და დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
5. სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის საჯარო მოსამსახურისათვის დამახასიათებელი ეთიკური ნორმებისა და სტანდარტების გაზიარება;
6. სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებში დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლება;
7. დასაქმების თანაბარი პირობების შექმნა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.
მუხლი 3🔗.
სტაჟიორები
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟირებაზე მიიღება:
ა) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას;
ბ) სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი;
გ) სწავლობს სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 - შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი - 81-90%);
დ) პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და რომელიც სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 - შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი - 81-90%).
2. სტაჟირება შესაძლებელია გაიაროს აგრეთვე საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც განათლება მიღებული აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული გადაწყვეტილებით, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ, მისი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 - შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი - 81-90%).
3. სტაჟიორის კვალიფიკაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც სტაჟიორი სწავლობს, თანხვედრაში უნდა იყოს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების სტრუქტურული ერთეულის პროფილთან.
მუხლი 4🔗.
სტაჟიორთა სავალდებულო კვოტა და სტაჟირების ვადა
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების ხელმძღვანელი პირები სტაჟიორთა მიღების მიზნით, განსაზღვრავენ სტაჟიორთა სავალდებულო კვოტას, მაგრამ არანაკლებ შესაბამის ორგანოში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობეზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%-სა.
2. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით.
3. სტაჟირების ვადა, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის, შესაძლებელია, აისახოს სტუდენტის სასწავლო კრედიტების რაოდენობაში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
4. სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე.
მუხლი 5🔗.
სტაჟირების უწყვეტობა
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟიორთა მიღება ხორციელდება ყოველწლიურად, ორ ნაკადად: პირველი, შემოდგომის ნაკადის მიღება ხდება სექტემბერში, ხოლო მეორე, გაზაფხულის ნაკადის - მარტში.
მუხლი 6🔗.
სტაჟირების გავლის საერთო წესი
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. განცხადების წარდგენა ხდება სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში - ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
2. სტაჟიორობის კანდიდატების განცხადებების მიღება, მათი რეგისტრაციის (კურსდამთავრებულებისათვის) ან უნივერსიტეტის ადგილმდებარეობის (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის) და პროფილის, ასევე, მათი აკადემიური მოსწრების მიხედვით, განაწილება, ხდება ელექტრონულად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. ამასთან, სტაჟიორობის კანდიდატებისთვის პროგრამული რეგისტრაციის ვადა არ უნდა იყოს 10 დღეზე ნაკლები.
3. დარეგისტრირებული სტაჟიორობის კანდიდატები, რომლებიც ვერ განაწილდნენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოებში ვაკანტური ადგილების შევსების გამო, ირიცხებიან რეზერვში. სტაჟირების მომდევნო ნაკადის ფორმირებისას, რეზერვში ჩარიცხული პირები, ავტომატურად გაივლიან სტაჟირებას, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოში ხელახალი რეგისტრაციის გარეშე.
4. ბიურო, თითოეული ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 3 თვით ადრე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოებს სტაჟირების გამოცხადების ვალდებულების შესახებ.
5. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან, შესაბამისი ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 2 თვით ადრე, მიაწოდონ ბიუროს შესაბამისი ინფორმაცია სტაჟიორთა კვოტისა და პროფილის შესახებ.
6. სტაჟირების დაწყებამდე 10 დღით ადრე, სტაჟიორობის კანდიდატი ვალდებულია, გამოცხადდეს სტაჟირების ადგილზე და გაიაროს რეგისტრაცია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოში. სტაჟიორობის კანდიდატის მიერ სტაჟირების ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოები ინფორმაციას აწვდიან ბიუროს, რომელიც შესაბამის სტაჟიორობის კანდიდატს აგზავნის სტაჟიორთა რეზერვიდან, რიგითობის პრინციპით.
მუხლი 7🔗.
სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა
1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) სტაჟიორის პირადი განცხადება;
ბ) სტაჟირების პერიოდში, არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა;
გ) დავალების არაერთგზის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიცპალიტეტის ორგანოების შინაგანაწესით ან/და აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტსა და შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების ხელმძღვანელი პირები და ამის შესახებ, ერთი კვირის ვადაში, აცნობებენ ბიუროს.
მუხლი 8🔗.
სტაჟიორის უფლება-მოვალეობები
1. სტაჟიორს, სტაჟირების პერიოდში, ენიშნება სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც მას უწევს ზედამხედველობას, სამუშაო აღწერილობის ფარგლებში.
2. სტაჟიორს უფლება აქვს, სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით:
ა) გაეცნოს შესაბამისი აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების სტრუქტურული ერთეულების მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში;
ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის, საარქივო მასალებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ) სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით, შეატყობინოს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელს;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
3. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების დებულებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ) დაიცვას შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით;
გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი.
4. სტაჟიორის ფუნქციური უფლებამოსილებები გამომდინარეობს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულების შინაარსიდან, ხოლო მისი აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოებში ყოფნისა და ქცევის წესები - შინაგანაწესიდან.
მუხლი 9🔗.
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლება-მოვალეობები
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოები სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორი სტუდენტების შემთხვევაში, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოები და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანხმდებიან სტაჟიორის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოებში ყოფნის გრაფიკის თაობაზე, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით.
3. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან, წელიწადში ორჯერ, ბიუროს მიაწოდონ სრული ინფორმაცია სტაჟირებასთან დაკავშირებით, სტაჟირების თითოეული ნაკადის დასრულებისთანავე.
მუხლი 10🔗.
სტაჟირების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები
1. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებით, კოორდინაცია გაუწიოს სტაჟიორთა ჯგუფს ან პერსონალურად, კონკრეტულ სტაჟიორს.
2. სტაჟიორის ხელმძღვანელი, პირადად, აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას.
3. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟიორს შეუქმნას შესაბამისი გარემო, სათანადო პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით.
4. სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილებით მოითხოვოს სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა.
5. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟირების შედეგები აცნობოს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების ხელმძღვანელს და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელს, ბიუროსათვის წარსადგენ ანგარიშში ასახვის ან/და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისათვის გაგზავნის მიზნით.
მუხლი 11🔗.
სტაჟირების დასრულება
1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების ხელმძღვანელი პირები იღებენ ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.
2. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის მიერ.
დანართი №2
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების ნიმუში
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობა
ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი №
ადასტურებს, რომ
-----------------------------------------------------------
სახელი, გვარი
წარმატებით გაიარა სტაჟირების კურსი აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სტრუქტურული ერთეულის დასახელება)
აჟარის (ზემო აფხაზეთის)
მუნიციპალიტეტის გამგებელი
ლაშა მარგიანი
----------------------------------
გაცემის თარიღი: „-----“ „ ---------“ --------წ.“
(ხელმოწერა)
.
დანართი №3
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო
ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი №
ადასტურებს, რომ
-----------------------------------------------------------
სახელი, გვარი
წარმატებით გაიარა სტაჟირების კურსი აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
სპარტაკ გურჩიანი
----------------------------------
(ხელმოწერა)
გაცემის თარიღი: „-----“ „ ---------“ .......წ"