1. ამ კანონის 91 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებამდე ამ კანონის:

ა) 91 მუხლით გათვალისწინებული გენერალური ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობა, სადაც სათანადო საქმიანობა ხორციელდება, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს (ასეთი სტანდარტების არსებობის შემთხვევაში);

ბ) 91 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.

2. ამ კანონის 222 მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2027 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №449 – ვებგვერდი, 10.04.2025წ.

თავი XII. დასკვნითი დებულება