ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 16.01.2015
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.107.016162
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/01/2015
matsne.gov.ge 478 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 26.09.2014 ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 28.11.2016 მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 21.11.2014 ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 24.12.2014 თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 12.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2015 წლის 16 იანვარი დ. ჩხოროწყუ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N449 დადგენილების საფუძველზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  თანდართული „ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის  წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის  წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი  (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში  დასაქმებულ თანამდებობის პირებზე (საკრებულო/გამგეობა) და სხვა საჯარო მოსამსახურეებზე (საკრებულოს აპარატი/გამგეობის მოსამსახურეები) პრემიების ოდენობის გაცემის წესსა და პირობებს.  მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება პრემია - საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. მუხლი 3🔗. საპრემიო ფონდის ფორმირების პრინციპი 1. პრემიის გამოყენებისას საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 2. პრემიის გაცემა ხორციელდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით. მუხლი 4🔗. პრემიის გაცემის წესი, მიზანი და პერიოდულობა 1. პრემია გაიცემა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (საჯარო დაწესებულებაში სამუშაოს შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე პრემიის შესახებ. 2. ერთჯერადად გაცემული პრემიის  ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. 3. პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. 4.  საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი პრინცი­პების დაცვით, პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ. 5. პრემიის მიზანია,  დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. მუხლი 5🔗. პრემიის გაცემის უფლებამოსილება 1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს  – საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის,  საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწისა  და საკრებულოს აპარატის უფროსის  მიმართ პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარი  დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას). 2. გადაწყვეტილებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმებული პირების (საჯარო მოსამსახურეებზე)  მიმართ პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით. საკითხის ინიცირებას ახორციელებს საკრებულოს აპარატის  უფროსი, საკრებულოს აპარატის შესაბამისი განყოფილების  უფროსის წარდგინების საფუძველზე. 3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირების -გამგებლის მოადგილეების,  სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების (სამსახურის უფროსები) მიმართ  პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას). 4. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთთეულებში  დასაქმებულ პირებზე (საჯარო მოსამსახურეებზე) პრემიის გაცემის საკითხის ინიცირების უფლება აქვს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და გადაწყვეტილებას პრემიის გაცემის შესახებ იღებს  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (ბრძანების)  გამოცემით. 5. პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თანხის გადარიცხვას ახორციელებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის  შესაბამისი სამსახური.