„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №9/04 |
|
2015 წლის 22 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“. 2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ დანდართული ინსტრუქცია.“. 3. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქცია“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს საბანკო დაწესებულებების (ბანკების) მიერ რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნებისთვის, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები, ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის (შემდგომში – ანგარიში) გახსნის წესს, ანგარიშის სახეებს და მათ დანიშნულებას.“; გ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 პუნქტი: „11. ნომინალური მფლობელობის ანგარიში შეიძლება გაიხსნას როგორც მიმდინარე ანგარიშის, ასევე სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშის სახით.“; დ) მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საბიუჯეტო ორგანიზაციის შემთხვევაში – სახაზინო სამსახურის თანხმობა ანგარიშის გახსნის და/ან თანხის განკარგვის შესახებ, თუ ასეთი თანხობის ვალდებულებას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.“. ე) მე-11 მუხლის 21 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არარეზიდენტი პირისათვის თანხის გადარიცხვის შემთხვევებზე. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის პირის არარეზიდენტობის განსაზღვრისას ბანკი ეყრდნობა გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციას.“. ვ) თავი III და მე-11 მუხლი ამოღებულ იქნას. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ , „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2015 წლის 1 მარტიდან.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.01.2015.
- როდის იქნა მიღებული „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.01.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №9/04. სარეგისტრაციო კოდი — 220090000.18.011.016153.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.01.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №9/04, 22.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016153 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2692015/