სს "ბეღელი" -ის განცხადება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება ხორციელდება – სს „ბეღელის“, ს/კ 244547102, აქციათა ყიდვის თაობაზე, საქართველოს კანონის ,,მეწარმეთა შესახებ” 532 მუხლის შესაბამისად, რომლის საფუძველიცაა შემთავაზებელი ნუგზარ ბუკიას მიერ სს „ბეღელის“ დარჩენილი - 40 410 აქციის შეძენა, რაც შეადგენს აქციათა 13.6717 % -ს გამოსყიდვის პირობები და პროცედურები:
● შემთავაზებელი ფლობს სს ,,ბეღელის” მიერ გამოშვებულ 255 164 აქციას, რაც შეადგენს სს ,,ბეღელის” აქციათა 86.3283 %-ს და სურს გამოისყიდოს სს ,,ბეღელის” დარჩენილი 13.6717 %-ის შესაბამისი 40 410 აქცია.
● სს „ბეღელის” აქციების გამოსასყიდი ფასი შეადგენს 16 315.0844 ლარს, ერთ ცალ აქციაზე 0,4037 ლარს (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). გამოსასყიდი ფასი სავალდებულო სატენდერო შეთავაზების მიზნისათვის დადგენილია აუდიტორის მიერ (შპს ,,შეფასების სახლი”-ს დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნა №14/11-14/1 სს ,,ბეღელის” (ს/ნ 244547102) აქციების შეფასების შესახებ) და არ არის იმ ფასზე ნაკლები, რაც ნუგზარ ბუკიამ 2014 წლის 08 დეკემბერს გადაიხადა საზოგადოების კაპიტალის 63.30015 %-ის შესაძენად;
● სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გაგრძელდება 2015 წლის 22 იანვრიდან 2015 წლის 22 მარტამდე;
● განცხადებები მიიღება 22 იანვრიდან 2015 წლის 22 მარტამდე;
● განცხადებები განიხილება 23 მარტიდან 2015 წლის 31 მარტამდე და იმავე ვადაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება;
● სავალდებულო სატენდერო შეთავაზების რომელიმე პირობის შეცვლის შემთხვევაში გაკეთდება შეთავაზების განცხადების განახლებული ვერსია და გავრცელდება დადგენილი წესით;
● შესყიდვა მოხდება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ;
● სს „ბეღელის” აქციონერთაგან აქციების გაყიდვაზე განაცხადების შეგროვებას განახორციელებს ნუგზარ ბუკია, მისამართი - ხობი, თამარ მეფის ქ. №10, საკონტაქტო ტელ.: 555 74 84 21;
● სს „ბეღელის” აქციების შეფასების შესახებ აუდიტორულ დასკვნას (შპს ,,შეფასების სახლი”-ს დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნა №14/11-14/1 სს ,,ბეღელის (ს/ნ 244547102) აქციების შეფასების შესახებ) დასკვნას მყიდველებს შეუძლიათ გაეცნონ ნუგზარ ბუკიასთან, მითითებულ კოორდინატებზე.
შემთავაზებელი ნუგზარ ბუკია