ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის წესის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018443
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №29

2015 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის წესის შესახებ

„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად:

1. ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის, 2015 წელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს სახელით გამოუშვას 2 და 5 წლის დაფარვის ვადის მქონე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები (სახაზინო ობლიგაციები), არა უმეტეს 200 მლნ. ლარის მოცულობით.

2. ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის გამოსაშვები სახაზინო ობლიგაციების ემისიები განხორციელდეს 2015 წლის განმავლობაში, თითოეული ვადიანობისათვის ორ ემისიად.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით განსაზღვროს ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის ემისიების მოცულობა და თარიღები. ყოველი ასეთი ემისიის შეტყობინება გამოცხადდეს ემისიამდე არანაკლებ 12 (თორმეტი) კალენდარული დღით ადრე.

4. ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის გამოშვებული სახაზინო ობლიგაციების ყიდვის უფლება მიეცეთ საქართველოში მოქმედ იმ კომერციულ ბანკებს (შემდგომში - მონაწილე ბანკები), რომლებიც საქართველოს ეროვნულ ბანკს წერილობით დაუდასტურებენ ასეთი სახაზინო ობლიგაციების შეძენის სურვილს, არა უგვიანეს ემისიამდე 8 (რვა) კალენდარული დღისა.

5. ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის გამოშვებული სახაზინო ობლიგაციების თითოეული ემისია განაწილდეს კომერციულ ბანკებს შორის, 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების ერთობლივ სააქციო კაპიტალში თითოეული კომერციული ბანკის წილის შესაბამისი ოდენობით, (პირველადი ლიმიტი) დანართის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომერციული ბანკი დადგენილ ვადაში წერილობით არ დაადასტურებს ასეთი სახაზინო ობლიგაციების შეძენის სურვილს, მისთვის განკუთვნილი სახაზინო ობლიგაციები გადანაწილდეს მონაწილე კომერციულ ბანკებს შორის, 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით მათ ერთობლივ სააქციო კაპიტალში თითოეულის წილის პროპორციულად. თითოეული ბანკისთვის გადანაწილებული ობლიგაციების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს პირველადი ლიმიტით განსაზღვრულ ოდენობას. ყოველ ასეთ ემისიაზე მონაწილე ბანკს საბოლოო ლიმიტი ეცნობება ემისიამდე 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე. საბოლოო ლიმიტის ფარგლებში, ბანკი დადგენილი წესით, წარადგენს განაცხადს აუქციონზე მონაწილეობის შესახებ. აუქციონის დამთავრების შემდეგ გადაუნაწილებელი სახაზინო ობლიგაციები ან აუთვისებელი ლიმიტი გაუქმდეს.

6. სახაზინო ობლიგაციების შეთავაზება განხორციელდეს წინასწარ განსაზღვრულ აუქციონზე ძირითად ემისიასთან ერთად, აუქციონზე დაფიქსირებული კონკურენტული განაცხადების საშუალო შეწონილი ფასით.

7. ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის 2015 წელს გამოსაშვები სახაზინო ობლიგაციებიდან მიღებული ფულადი სახსრები საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განათავსოს აუქციონის ანგარიშსწორების დღეს გამოუთხოვადი ვადიანი დეპოზიტის სახით, ამ სახაზინო ობლიგაციების მყიდველ კომერციულ ბანკში, კომერციული ბანკის მიერ ნაყიდი ფასიანი ქაღალდების ვადიანობის შესაბამისი ვადით.

8. დეპოზიტის განთავსება განხორციელდეს სახაზინო ობლიგაციის ანგარიშსწორების დღეს. დეპოზიტის დახურვა განხორციელდეს სახაზინო ობლიგაციის დაფარვის დღეს, შესაბამისი თანხის ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხვით.

9. დეპოზიტზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვის და გადახდის თარიღები უნდა ემთხვეოდეს შეძენილი სახაზინო ობლიგაციების კუპონის დაფარვის თარიღებს.

10. დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება სახაზინო ობლიგაციების კუპონის განაკვეთს დამატებული ერთი პროცენტული პუნქტი.

11. ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის კომერციულ ბანკებში ვადიანი დეპოზიტის განთავსება განხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და კომერციულ ბანკს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

12. იმ საკითხებზე, რომლებიც არ რეგულირდება ამ განკარგულებით, გავრცელდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01-№51 ერთობლივი ბრძანება.

 

პრემიერ-მინისტრი                         ირაკლი ღარიბაშვილი

 

დანართი

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წილი სააქციო კაპიტალის მიხედვით

 

ბანკის დასახელება

წილი სააქციო კაპიტალის მიხედვით, 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით

1

სს ,,საქართველოს ბანკი“

32.33%

2

სს ,,თი-ბი-სი ბანკი“

24.62%

3

სს ,,ქართუ ბანკი“

6.80%

4

სს ,,ბანკი რესპუბლიკა“

5.16%

5

სს ,,ლიბერთი ბანკი“

5.07%

6

სს ,,პროკრედიტ ბანკი“

3.85%

7

სს ,,ბაზისბანკი“

3.83%

8

სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია“

2.94%

9

სს ,,პაშა ბანკი საქართველო“

2.76%

10

სს ,,კორ სტანდარტბანკი“

2.50%

11

სს ,,პრივატბანკი“

2.36%

12

სს ,,ბანკი კონსტანტა“

1.92%

13

სს ,,ხალიკ ბანკი საქართველო“

1.26%

14

სს ,,ფინკა ბანკი საქართველო“

1.12%

15

სს ,,აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველო“

0.83%

16

სს ,,კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველო“

0.61%

17

სს ,,ბითიეი ბანკი“ (სს ,,სილქ როუდ ბანკი“)

0.54%

18

სს ,,ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალი

0.51%

19

სს ,,პროგრეს ბანკი“

0.45%

20

სს ,,თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალი“

0.37%

21

სს ,,კაპიტალ ბანკი“

0.18%

 

სულ

100%