ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს N11 დადგენილებაში „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.174.016054
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2015 წლის 22 იანვარი

ქ. გორი

 

ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს N 11 დადგენილებაში „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“  63-ე მუხლის და  საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 2 აგვისტოს №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 08/08/2014; 010250050.35.174.016011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ“;

ბ) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის დებულება (დანართი №1);“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის, კანონქვემდებარე აქტების, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებების შესაბამისად, განსაზღვრავს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის (შემდგომში –,,სამსახური“) შექმნისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ანგარიშვალდებულებას, უფლება-მოვალეობას და მუშაობის ორგანიზაციას.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომში - სამსახური) არის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას.“.

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

   ა) საბიუჯეტო  დაგეგმვის და ანალიზის განყოფილება;

   ბ) ბიუჯეტის კონტროლის განყოფილება;

   გ) ბუღალტერიის განყოფილება.“;

თ) დადგენილებით დამტკიცებულ  დებულებას  დაემატოს შემდეგი შინაარსის  6 1 მუხლი:

   „მეხლი 61. სამსახურის ბუღალტერიის განყოფილების ფუნქციები.

  1. ბუღალტერიის განყოფილება უზრუნველყოფს:

     ა) მერიის საბუღალტრო აღრიცხვას;

     ბ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას, ფინანსური      ოპერაციების წარმოებას;

     გ) მერიის მიერ აღებული და გაცემული სესხების  მართვას;

     დ) მერიის ბალანსზე აღრიცხული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას;

     ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს N11 დადგენილებაში „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს N11 დადგენილებაში „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.01.2015.
როდის იქნა მიღებული „ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს N11 დადგენილებაში „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს N11 დადგენილებაში „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 22.01.2015. მიმღები ორგანო — ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.174.016054.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს N11 დადგენილებაში „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს N11 დადგენილებაში „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს N11 დადგენილებაში „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.01.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს N11 დადგენილებაში „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №12, 22.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.174.016054 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2693666/