ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2015 წლის 23 იანვარი ქ. ხობი |
ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მეორე ნაწილის და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, „პაპანწყვირის“ ტბასთან მისასვლელ გზაზე (გზის დასაწყისში - თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გადაკვეთასთან და გზის დასასრულში - „პაპანწყვირის“ ტბასთან მისასვლელი გზის გადაკვეთაზე) განთავსდეს 2 ცალი ამკრძალავი საგზაო ნიშანი 3.11. „მასის შეზღუდვა“ (მინიშნებით: „8 ტონა“).
მუხლი 2
დაევალოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას (გ. ქაჯაია) ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგზაო ნიშნების განთავსებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება 30 დღის ვადაში.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.01.2015.
- როდის იქნა მიღებული „ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ“?
- „ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ“ მიღებულია 23.01.2015. მიმღები ორგანო — ხობის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.106.016152.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.01.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ“, №3, 23.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.106.016152 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.01.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2694141/