წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 20.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018473
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/02/2015
matsne.gov.ge 1,224 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 07.03.2017 სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 15.03.2016 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შპს „ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოსა“ და ა(ა)იპ −იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრისათვის მოძრავი ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 23.07.2015 ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის „ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტირების, პრევენციისა და მკურნალობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის მოწონების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 23.06.2015 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 01.06.2017

დოკუმენტის ტექსტი

წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; } p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; color:black;} span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.abzacixmlChar { } p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 62.95pt 56.7pt 62.95pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №41 2015 წლის 20 იანვარი ქ. თბილისი წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ 1. წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით, დამტკიცდეს საქართველოს მასშტაბით გასატარებელი ღონისძიებები. 2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით: ა) დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებებისათვის საჭირო ქმედებების განხორციელება; ბ) დაევალოს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი) უზრუნველყოს წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით, ვაქცინაციის უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; გ) ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრების (შემდგომში - სჯდ ცენტრი) მხარდაჭერა და მატერიალურ-ტექნიკური დახმარება,  სჯდ ცენტრების სპეციალისტთა მიერ წითელას კერების (ოჯახური, სასწავლებელი/სამუშაო და სხვა)  შესწავლისა და კონტაქტირებულთა აღრიცხვის უზრუნველსაყოფად, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ბავშვების სამედიცინო დაწესებულებებში უფასოდ ტრანსპორტირება; დ) დაევალოთ: დ.ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აღნიშნული პროცესისათვის ხელშეწყობის მიზნით, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოვლენა და ინფორმაციის მიწოდება სჯდ ცენტრებისათვის; დ.ბ ) სამედიცინო დაწესებულებებს, ბავშვის აცრის სტატუსის თაობაზე ინფორმაციის წერილობითი ფორმით (მ.შ. სამედიცინო დოკუმენტის სახით) უსასყიდლოდ გაცემა; ე ) ეთხოვოთ  სჯდ ცენტრებს: ე.ა) სკოლებში აღრიცხვაზე მყოფი ბავშვების აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრულ ინფექციებზე აცრის სტატუსის შესწავლა; ე.ბ) 14 წლამდე ასაკის არასრულად აცრილი ან აუცრელი ბავშვების და 14 წლის ან უფროსი ასაკის ბავშვების (მიუხედავად აცრის სტატუსისა) გამოვლენის შემთხვევაში, მშობლის/სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე, უზრუნველყონ მათგან ორგანიზებული ჯგუფების ჩამოყალიბება ბავშვების სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვანად ან სამედიცინო დაწესებულებების მიერ ჩამოყალიბებული გამსვლელი ამცრელი ბრიგადების მეშვეობით, წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაციისათვის. 3. წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები: ა) არაგეგმური იმუნოპროფილაქტიკა (2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინით, მათ შორის: ა.ა) წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინით აცრა არასრულად აცრილ ან აუცრელ 2001 -2009 წლებში დაბადებულ ბავშვებში, იმუნიზაციის სტატუსის გათვალისწინებით; ა.ბ) წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით აცრა 1985 -2000 წლებში დაბადებულ პირებს შორის (გარდა, 2013-2014 წლებში აცრილი პირებისა) , აცრის სტატუსის მიუხედავად ; ა.გ) სამედიცინო პერსონალის წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია; ა.დ) წითელას სავარაუდო შემთხვევის გამოვლენისას, ორგანიზებული კონტაქტების ვაქცინაცია (საცხოვრებელი და სასწავლო/სამუშაო დაწესებულების კონტაქტები), მიუხედავად აცრის სტატუსისა; ა.ე ) ჩატარებული აცრების დარეგისტრირება და ვაქცინირებული პირებისთვის აცრის ჩატარების დამადასტურებელი ცნობის გაცემა; ა.ვ ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული კონტინგენტის წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია; ა.ზ ) სხვა კონტინგენტის წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია, რომელსაც არსებული ეპიდსიტუაციის ანალიზის საფუძველზე, განსაზღვრავს ცენტრი სამინისტროსთან შეთანხმებით; ბ ) ეპიდზედამხედველობის გაძლიერება გამონაყრითა და ცხელებით მიმდინარე დაავადებებზე; გ ) არაგეგმური იმუნოპროფილაქტიკის განხორციელების მიზნით, აცრა-ვიზიტის მომსახურების (აცრა-ვიზიტი და ექიმის კონსულტაცია) დაფინანსება განხორციელდეს არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით და მისი ღირებულება განისაზღვროს 1 (ერთი) ლარის ოდენობით; დ) არაგეგმური იმუნოპროფილაქტიკის განხორციელების მიზნით, გაწეული აცრა-ვიზიტების მომსახურების ღირებულება აუნაზღაურდეთ იმ სამედიცინო დაწესებულებებს და სჯდ ცენტრებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაქცინის ადმინისტრირებისათვის აუცილებელ, კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს და დარეგისტრირებული არიან ცენტრში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებლად, მათ შორის : დ.ა) 2014 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2013 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2014 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №397 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში; დ.ბ) 2014 წლის 2 6 დეკემბრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით „2014 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 დეკე მბრის №650 დადგენილებით (შემდგომში - საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 დეკემბრის №650 დადგენილება) დამტკიცებული იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში; დ.გ) 2015 წლის 1 იანვრიდან „ იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2014 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2015 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №723 დადგენილების (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №723 დადგენილება) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში; ე ) ამ პუნქტის „დ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებელი ვალდებულია, დასაფინანსებლად ცენტრს წარუდგინოს მხოლოდ არაგეგმურად (არა რუტინული, არა აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად) ჩატარებული აცრა-ვიზიტის მომსახურების ანაზღაურების მოთხოვნა; ვ ) მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება ცენტრის მიერ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №723 დადგენილებით უწყვეტად გაგრძელებული, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 დეკემბრის №650 დადგენილების მიხედვით განსაზღვრული გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად; ზ ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ადმინისტრირებისათვის საჭირო ფორმებსა და წესს სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრი; თ ) არაგეგმური იმუნოპროფილაქტიკის ჩასატარებლად, უფლება მიეცეს ცენტრს, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების გასატარებლად საჭირო რაოდენობის ვაქცინისა და ასაცრელი მასალების (შპრიცები და უსაფრთხო ყუთები) შესყიდვა განახორციელოს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით, რუტინული ვაქცინაციისათვის გეგმურად შესასყიდ წითელას კომპონენტის შემცველ ვაქცინებსა და ასაცრელ მასალებთან ერთად. 4. ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამისათვის „იმუნიზაცია“ (პროგრამული კოდი – 35 03 02 02) გათვალისწინებული  ასიგნებებიდან 30 ათასი ლარი გამოიყოს გაწეული/გასაწევი მომსახურების (აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაცია) ასა ნაზღაურებლად . 5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №550 განკარგულება. 6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. პრემიერ-მინისტრი                                  ი . ღარიბაშვილი