სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2015 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №17 |
|
2015 წლის 29 იანვარი ქ.თბილისი |
1. მოქალაქეთა 2015 წლის საგაზაფხულო გაწვევა განხორციელდეს 2015 წლის 2 თებერვლიდან 2015 წლის 30 ივნისამდე.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1250-ით.
3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1239-ით.
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნოს შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 549-ით.
5. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკისის ის მოქალაქეები, რომლებსაც, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების უფლება.
6. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში, ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-2 - მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული უწყებების წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2015 წლის საგაზაფხულო გაწვევის პროცესი შესაბამის უწყებაში შეიძლება შეწყდეს, ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-2 - მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებამდე.
7. საქართველოში მცხოვრები 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან, ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის (შემდგომში - თბილისის რაიონი) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში (შემდგომში - მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეული), რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისიისათვის, ხოლო თბილისის რაიონში – თბილისის რაიონის გამწვევი კომისიისათვის (შემდგომში - გამწვევი კომისია) განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.
9. მოქალაქეთა მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, გამწვევი კომისიის მიერ, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.
10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.
11. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, კოორდინაცია გაუწიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს.
|