„სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №29 |
|
2015 წლის 3 თებერვალი ქ.თბილისი |
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების უფლებამოსილებათა ტერიტორიული საზღვრები
სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების უფლებამოსილებათა ტერიტორიული საზღვრები განისაზღვრება შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით:
ა) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს;
ბ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს;
გ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს;
დ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს;
ე) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს;
ვ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს;
ზ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს;
თ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს;
ი) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს.‘‘.
2. მე-5 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-5 მუხლის ,,მ“ და ,,ნ‘‘ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან კოორდინირებით ახორციელებს საგანგებო სიტუაციის პრევენციის, ერთიანი სისტემის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;
ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელმძღვანელობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამხარეო ოპერატიული ცენტრის საქმიანობას;‘‘.
4. მე-5 მუხლს ,,ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ1“ - ,,ნ5“ ქვეპუნქტები:
,,ნ1) კანონით დადგენილი წესით, ორგანიზებას უწევს ერთიანი სისტემის შესაბამისი სუბიექტების საერთო მზადყოფნას და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას;
ნ2) კანონით დადგენილი წესით, ორგანიზებას უწევს სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების უსაფრთხო და სტაბილური ფუნქციონირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
ნ3) კანონით დადგენილი წესით, ორგანიზებას უწევს მოსახლეობის ევაკუაციას, ღონისძიებების განხორციელებას ევაკუირებული მოსახლეობის სტაციონარული ან სხვა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად;
ნ4) კანონით დადგენილი წესით, ორგანიზებას უწევს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეაგირების ძალების საქმიანობას და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას;
ნ5) კანონით დადგენილი წესით, ქმნის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის დონეების შესაბამის ოპერატიულ ცენტრებს, გეგმავს და ახორციელებს სამოქალაქო უსაფრთხოების პრევენციულ ღონისძიებებს, შეიმუშავებს და ამტკიცებს რისკის მართვის გეგმებსა და საგანგებო მართვის გეგმებს;‘‘.
5. ამოღებულ იქნეს:
ა) მე-9 მუხლის ,,დ‘‘ ქვეპუნქტი;
ბ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ‘‘ და ,,ზ‘‘ ქვეპუნქტები;
გ) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.02.2015.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.02.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №29. სარეგისტრაციო კოდი — 010210040.10.003.018413.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.02.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №29, 03.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 010210040.10.003.018413 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2712045/