„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2014 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2015 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №723 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№39
სარეგისტრაციო კოდი
470020000.10.003.018423
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №39

2015 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2014 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2015 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №723 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2014 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2015 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №723 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2014, 470020000.10.003.018342) შეტანილ იქნეს  ცვლილება და პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„თ) „ნარკომანიის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცენტრისათვის განკუთვნილი უფლებამოვალეობების შესრულება განახორციელოს სააგენტომ.“. 

მუხლი 2
დაევალოს:

ა)  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს -  ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრს (შემდგომში - ცენტრი) ამ დადგენილების ამოქმედებიდან 5 დღის ვადაში, უზრუნველყოს „ნარკომანიის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციასა და სხვა უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გადაცემა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის;

ბ)  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სოციალური მომსახურების სააგენტოს, უზრუნველყოს „ნარკომანიის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცენტრის უფლებამოსილებების განხორციელება;  

გ) სამინისტროს „ნარკომანიის“ სახელმწიფო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების გადახედვა და საჭირო ცვლილებების უზრუნველყოფა. 

მუხლი 3
დადგენილება, გარდა მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 სამუშაო დღეს, ხოლო მე-2 მუხლი -გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი