„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებამდე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№274
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.017441
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №274

2013 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებამდე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ სახელმწიფო პროგ­რა­მე­ბის/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომე­ლ­თა განხორციელებაც სახელმწიფოს  მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებუ­ლე­ბების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრო­მის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სა­ხე­ლმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდ­ვე­ბ­ის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვა­უ­ჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლე­ნამდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმე­დე­ბამდე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 და­დ­გენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2012, 470230000.10.003.017163) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის მე‑2 პუ­ნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) „რეფერალური მომსახურების“ პროგრამით გათვალისწინე­ბუ­ლი მომსახურება მოიცავს:

ლ.ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სი­ტუ­აციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარებას, მათ შორის გულის თან­დაყო­ლილი მანკით დაავადებული  საქართველოს მოქალაქეების კარდი­ო­ქირუ­რგიულ მკურნალობას, თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო  სადაზღვევო პროგრამებით;

ლ.ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასა­მა­რ­თლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა გეგმური სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურებას;

ლ.გ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ოჯა­ხის წევრთა სამედიცინო დაზღვევას;

ლ.დ) მსჯავრდებულთა კომისიური შემოწმების უზრუნველყოფას, რომელიც განსაზღვრულია ,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობა­ცი­ისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქარ­თ­ველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკით­ხ­თა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლუ­რი დაცვის მინისტრის 2012 წლის 18 დეკემბრის №181/N01-72/ნ ერთ­ო­ბლივი ბრძანებით დამტკიცებული დებულების  შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი