„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებამდე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№159
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.017324
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №159

2013 წლის 21 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებამდე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ სახელმწიფო პროგრა­მე­ბის/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომე­ლ­თა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებუ­ლე­ბების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრო­მის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში გა­ნ­სახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სა­ხე­ლმ­წიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყი­დ­ვე­ბის შესახებ“  საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვა­უ­­ჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვ­ლე­­ნა­მდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქ­მე­დებამდე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2012, 470230000.10.003.017163) შე­ტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის მე-7 პუ­ნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. „რეფერალური მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, სასჯე­ლა­ღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში მყოფ მძიმე და განუ­კუ­­რნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა კომისიური შემო­წ­მე­ბის უზრუნველყოფის მიზნით, უწყვეტად გაგრძელდეს მსჯავრ­დე­­ბუ­ლ­თა კომისიური შემოწმების უზრუნველყოფის კომპონენტი, ამა­სთან, გათ­ვა­ლისწინებულ იქნეს შემდეგი პირობები:

ა) დაავადების შესაბამისი პროფილის კვალიფიციური ექიმის მიერ განხორციელებული საქმიანობა ანაზღაურდეს შესრულებული სამუშაოს მიხედვით და ერთი შემთხვევის ღირებულება განისაზღვროს 60 ლარის ოდე­­ნობით. აღნიშნული წესით ანაზღაურება განხორციელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან შესრულებულ სამუშაოზე;

ბ) პროგრამის განხორციელების მექანიზმები განისაზღვროს შემდე­გი წესით:

ბ.ა) დაავადების შესაბამისი პროფილის კვალიფიციური ექიმის მი­ერ გაწეული საქმიანობის ანაზღაურება განხორციელდეს პროგრამის გან­მა­­ხორციელებელ დაწესებულებასთან (სააგენტოსთან) გაფორმებული ინ­დი­ვიდუალური შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე;

ბ.ბ) ანგარიშგება პროგრამის განმახორციელებელ დაწესებუ­ლე­ბა­ს­თან (სააგენტოსთან) განხორციელდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ, შე­­სრულებული სამუშაოს დადასტურების შემთხვევაში;

ბ.გ) ამ პუნქტის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტის განსახორციელებლად, მიეცეს უფ­­ლება სააგენტოს, გაზარდოს შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა 30 ერ­­თეულით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქ­მედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერ­თო­ბებზე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი