დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2015 წლის 6 თებერვალი ქ. დუშეთი |
|
2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების მიღებაში, სოციალური პირობების გაუმჯობესებაში.
2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
3. სარიტუალო მომსახურება.
4. უფასო სასადილოს დაფინანსება.
5. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება.
6. სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება.
7. დევნილთა სოციალური დახმარება.
2. საფინანსო ნაწილში - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური.
2. კომისიის წევრები უნდა იყვნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეები, ასევე შეიძლება მოწვეულნი იქნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, სამედიცინო სფეროს სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
3. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით ესწრება გამგებლის წარმომადგენელი იმ ადმინისტრაციული ერთეულიდან, რომლის სამოქმედო ტერიტორიიდანაც არის წარდგენილი განცხადება დახმარების თაობაზე.
4. კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - თავმჯდომარის მოადგილე.
5. კომისიის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ მაინც.
6. წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად კომისია იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლისათვის დახმარების დაფინანსების ან დაფინანსებაზე უარის თქმის თაობაზე.
7. გადაწყვეტილების მიღებაზე კომისია უფლებამოსილია, თუ ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
8. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
9. კომისიის ოქმი საბოლოო სახით, ინომრება და იკინძება. მის შედგენა-შენახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს.
10. ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაციისა და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გამგებელი გამოსცემს ბრძანებას მოქალაქისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის თაობაზე, რომელიც თანდართულ მასალებთან ერთად გადაეგზავნება გამგეობის საფინანსო სამსახურს.
ა) წინასწარი ამბულატორიული გამოკვლევები;
ბ) სტაციონარული მკურნალობა;
გ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დუშეთის მუნიციპალიტეტიდან სხვა, ნებისმიერ საავადმყოფოში გადაყვანის ხარჯები.
2. სამედიცინო მომსახურების ღირებულება დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება:
ა) 500 ლარის ჩათვლით – 100% -მდე;
ბ) 501 ლარიდან 1000 ლარის ჩათვლით – 70% -მდე;
გ) 1001 ლარიდან 3000 ლარის ჩათვლით – 55% -მდე;
დ) 3001 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით - 35 % -მდე;
ე) 5001 ლარიდან ზევით - 25%-მდე.
3. წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის, ასევე საყოველთაო დაზღვევიდან ნაწილობრივი დაფინანსების შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება დასახმარებელი თანხის ოდენობა.
4. მოსარგებლე (ბენეფიციარი) დუშეთის მუნიციპალიტეტის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის იღებს საგარანტიო წერილს, რომელსაც წარადგენს სამკურნალო სამედიცინო დაწესებულებაში.
5. მოქალაქეს, რომელსაც უკვე ჩაუტარდა სასწრაფო-გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება გამგეობის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის გარეშე და არ შეუძლია არსებული დავალიანების დაფარვა, შეიძლება გადაერიცხოს თანხა სამკურნალო დაწესებულებაში.
6. საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე 5 წლამდე ასაკის ბავშვებს და 80 წელს გადაცილებულ მოხუცებს თანადაფინანსების თანხა აუნაზღაურდებათ 100%-ით.
7. საყოველთაო დაზღვევით ნაწილობრივი დაფინანსებისას, დარჩენილი თანხა დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება ამ დადგენილების მე-14 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტს მიკუთვნებული პირებისა.
8. სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის შემთხვევაში გამოკვლევის, გადაუდებელი ოპერაციული და თერაპიული მკურნალობის 100%-ით დაფინანსება (არაუმეტეს 3,000.00 ლარისა), ხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტს მიკუთვნებული მოქალაქეებისა.
9. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არანაზღაურებადი გამოკვლევები, ასევე ჰოსპიტალური მომსახურება დაფინანსდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მე-14 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად.
10. მუნიციპალიტეტის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე ეკონომიურად გაჭირვებული ადამიანებისათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ სამედიცინო მომსახურების გაწევის ხარჯები, თანხის გადარიცხვა შესაძლებელია განმეორებით (არაუმეტეს წელიწადში ორჯერ), მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც კომისია ჩათვლის მიზანშეწონილად.
ა) განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე, რომელსაც ერთვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
ბ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ქსეროასლი (აიდი ბარათისა და პასპორტის შემთხვევაში საცხოვრებელი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი);
გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ანგარიშ-ფაქტურა, კალკულაცია, ფორმა № IV-100/ა და საყოველთაო დაზღვევით ნაწილობრივი დაფინანსების შემთხვევაში საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი მიმართვის ასლი;
დ) მე-14 მუხლის მეხუთე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით, ცნობა სამკურნალო დაწესებულებიდან ჩატარებული მკურნალობის შესახებ, დავალიანების მითითებით;
ე) მოქალაქეებს აღნიშნული დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთხელ.
ა) ეპილეფსიით დაავადებულები;
ბ) პარკინსონით დაავადებულები;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომლთა ოჯახებსაც მინიჭებული აქვთ 0 -დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა;
2. დაფინანსების მისაღებად გამგეობაში წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) მოქალაქის განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე, მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ დამოწმებული.
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა,) და კალკულაცია შესაბამისი აფთიაქიდან.
დ) ცნობა სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან.
ა) ვეტერანის მოწმობის მიხედვით მუნიციპალიტეტში რეგისტირებულ (კოდი - 417) გარდაცვლილ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა (კოდი -100) სარიტუალო მომსახურება.
ბ) ვეტერანის მოწმობის მიხედვით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების გარდაცვლილ ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯების მიმღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები
2. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოს მომხმარებელთა კონტინგენტი განისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული შესაბამისი აქტით.
შენიშვნა: უფასო კვების ობიექტის ფუნქციონირებას ახორციელებს ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის.“.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაეწევათ:
ა) გაჭირვებულ მოქალაქეებს, (ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობით), გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებსაც მინიჭებული აქვს 57 000- მდე სარეიტინგო ქულა.
ბ) ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემების მქონე მოქალაქეებს, კერძოდ:
დიაბეტით, ეპილეფსიით, პარკინსონიზმით დაავადებულებს, ონკოლოგიურ ავადმყოფებს, I და II ჯგუფის ინვალიდებს, უსინათლოებს;
გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომელთაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება;
დ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვისათვის - პირებს, რომელთაც ითავეს მიცვალებულის დაკრძალვა;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უხუცესებს, რომელთაც შეუსრულდათ ასი და მეტი წელი - 200 ლარი;
ვ) ოჯახებს, პირველი და მეორე ბავშვის შეძენისას - 200 ლარი;
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მრავალშვილიან (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახებს ფინანსური დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთხელ - 300 ლარის ოდენობით;
თ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს- 100 ლარი 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით.
ი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის (აფხაზეთი, სამაჩაბლო) ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს - 100 ლარი (გაიცემა 2 ივლისისათვის).
კ) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეებს -100 ლარი - (გაიცემა 8 აგვისტოსათვის);
ლ) ჰემოდიალიზს დაქვემდებარებულ პირებს, ერთჯერადად - 300 ლარის ოდენობით;
მ) განსაკუთრებულ შემთხვევებში კომისიას უფლება ენიჭება გაზარდოს აღნიშნული თანხა 2000 (ორი ათასი) ლარამდე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე.
ნ) ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციარებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ ერთჯერადად (წელიწადში ერთხელ).
3. გამგეობაში წარსადგენი საბუთები:
ა) განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე, მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ დამოწმებული;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამატებით: ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა,/50),
ე) ,,დ’’ქვეპუნქტის შემთხვევაში - მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი და გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობა;
ვ) „ე“ ქვეპუნქტის შემთხვევაში - მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი.
ზ) „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში- ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან ბავშვის დაბადების რიგითობის შესახებ;
თ) „ზ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში - ყველა შვილის დაბადების მოწმობები;
2. განსაკუთრებულ შემთხვევებში კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დახმარების სახით გაიცეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი თანხა (არა უმეტეს 3,000.00 ლარისა)“.
3. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა გამგეობაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა კომპეტენტური დაწესებულებიდან, ან სტიიქით მიყენებული ზარალის შესაფასებლად მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისიის დასკვნა (ასეთი კომისიის არსებობის შემთხვევაში);
დ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.