დუშეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 |
|
2016 წლის 8 იანვარი ქ. დუშეთი |
|
2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების მიღებაში, სოციალური პირობების გაუმჯობესებაში.
2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
3. სარიტუალო მომსახურება.
4. უფასო სასადილოს დაფინანსება.
5. სოციალურად გაჭირვებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება.
6. სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება.
7. დევნილთა სოციალური დახმარება.
2. საფინანსო ნაწილში – დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური.
2. კომისიის წევრები უნდა იყვნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეები, ასევე, შეიძლება მოწვეულნი იქნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, სამედიცინო სფეროს სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
3. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით ესწრება გამგებლის წარმომადგენელი იმ ადმინისტრაციული ერთეულიდან, რომლის სამოქმედო ტერიტორიიდანაც არის წარდგენილი განცხადება დახმარების თაობაზე.
4. კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - თავმჯდომარის მოადგილე.
5. კომისიის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ მაინც.
6. წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, კომისია იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლისათვის დახმარების დაფინანსების ან დაფინანსებაზე უარის თქმის თაობაზე.
7. გადაწყვეტილების მიღებაზე კომისია უფლებამოსილია, თუ ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
8. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
9. კომისიის ოქმი საბოლოო სახით ინომრება და იკინძება. მის შედგენაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს.
10. ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაციისა და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გამგებელი გამოსცემს ბრძანებას მოქალაქისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის თაობაზე, რომელიც თანდართულ მასალებთან ერთად გადაეგზავნება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს.
ა) წინასწარი ამბულატორიული გამოკვლევები;
ბ) სტაციონარული მკურნალობა;
გ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, დუშეთის მუნიციპალიტეტიდან სხვა, ნებისმიერ საავადმყოფოში გადაყვანის ხარჯები.
2. სამედიცინო მომსახურების ღირებულება დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება:
ა) 500 ლარის ჩათვლით – 100% -მდე;
ბ) 501 ლარიდან 1000 ლარის ჩათვლით – 70%-მდე;
გ) 1001 ლარიდან 3000 ლარის ჩათვლით – 55%-მდე;
დ) 3001 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით – 35 %-მდე;
ე) 5001 ლარიდან ზევით 25%-მდე.
3. წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის, ასევე საყოველთაო დაზღვევიდან ნაწილობრივი დაფინანსების შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება დასახმარებელი თანხის ოდენობა.
4. მოსარგებლე (ბენეფიციარი) დუშეთის მუნიციპალიტეტის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის იღებს საგარანტიო წერილს, რომელსაც წარადგენს სამკურნალო დაწესებულებაში.
5. მოქალაქეს, რომელსაც უკვე ჩაუტარდა სასწრაფო-გადაუდებელი სამედიცინო მომსახურეობა გამგეობის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის გარეშე და არ შეუძლია არსებული დავალიანების დაფარვა, შეიძლება გადაერიცხოს თანხა სამკურნალო დაწესებულებაში.
6. საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე 5 წლამდე ასაკის ბავშვებს და 80 წელს გადაცილებულ მოხუცებს თანადაფინანსების თანხა შეიძლება აუნაზღაურდეთ 100%-ით.
7. საყოველთაო დაზღვევით ნაწილობრივი დაფინანსებისას, დარჩენილი თანხა დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება ამ დადგენილების მე-14 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტს მიკუთვნებული პირებისა.
8. სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის შემთხვევაში გამოკვლევის, გადაუდებელი ოპერაციული და თერაპიული მკურნალობის 100%–ით დაფინანსება (არაუმეტეს 3,000.00 ლარისა), ხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტს მიკუთვნებული მოქალაქეებისა.
9. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არანაზღაურებადი გამოკვლევები, ასევე ჰოსპიტალური მომსახურება დაფინანსდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მე-14 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად.
10. მუნიციპალიტეტის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ეკონომიურად გაჭირვებული ადამიანებისათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ სამედიცინო მომსახურების გაწევის ხარჯები, თანხის გადარიცხვა შესაძლებელია განმეორებით (არაუმეტეს წელიწადში 2-ჯერ), მხოლოდ იმ შემთხვევებში, რომლებსაც კომისია ჩათვლის მიზანშეწონილად.
2. პირადობის მოწმობის ან პასპორტის ქსეროასლი („აიდი“ ბარათისა და პასპორტის შემთხვევაში, საცხოვრებელი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).
3. შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ანგარიშ-ფაქტურა, კალკულაცია, ფორმა № IV-100/ა და საყოველთაო დაზღვევით ნაწილობრივი დაფინანსების შემთხვევაში საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი მიმართვის ასლი.
4. მე-14 მუხლის მეხუთე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – ცნობა სამკურნალო დაწესებულებიდან ჩატარებული მკურნალობის შესახებ, დავალიანების მითითებით.
5. მოქალაქეებს აღნიშნული დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთხელ.
ა) ეპილეფსიით დაავადებულები;
ბ) პარკინსონით დაავადებულები;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომლთა ოჯახებსაც მინიჭებული აქვთ 0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა.
2. დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) მოქალაქის განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე, მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ დამოწმებული;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა,) და კალკულაცია;
დ) ცნობა სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან.
ა) ვეტერანის მოწმობის მიხედვით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (კოდი – 117) გარდაცვლილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა (კოდი – 100) სარიტუალო მომსახურება;
ბ) ვეტერანის მოწმობის მიხედვით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ ვეტერანთა (კოდი – 300) სარიტუალო მომსახურება.
2. მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯების გამღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
2. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოს მომხმარებელთა კონტინგენტი განისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული შესაბამისი აქტით.
შენიშვნა: უფასო კვების ობიექტის ფუნქციონირებას ახორციელებს ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაეწევათ:
ა) ეკონომიურად გაჭირვებულ მოქალაქეებს, (ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის დახასიათებით), გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებსაც მინიჭებული აქვს 65000-მდე სარეიტინგო ქულა;
ბ ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემების მქონე მოქალაქეებს, კერძოდ: დიაბეტით, ეპილეფსიით, პარკინსონიზმით დაავადებულებს, ონკოლოგიურ ავადმყოფებს, I და II ჯგუფის ინვალიდებს, უსინათლოებს;
გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომელთაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება;
დ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვისათვის – პირებს, რომელთაც ითავეს მიცვალებულის დაკრძალვა;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრებლად რეგისტრირებულ მცხოვრებ უხუცესებს, რომელთაც შეუსრულდათ ასი და მეტი წელი – 200 ლარი;
ვ) ოჯახებს, პირველი და მეორე ბავშვის შეძენისას – 200 ლარი;
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მრავალშვილიან (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახებს ფინანსური დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთხელ – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
თ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს – 100 (ასი) ლარი 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით;
ი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის (აფხაზეთი, სამაჩაბლო) ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს – 100 ( ასი ) ლარი (2 ივლისს);
კ) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეებს – 100 (ასი) ლარი – (8 აგვისტოს);
ლ) ჰემოდიალიზს დაქვემდებარებულ პირებს, ერთჯერადად – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
მ) განსაკუთრებულ შემთხვევებში კომისიას უფლება ენიჭება გაზარდოს აღნიშნული თანხა 2000 (ორი ათასი) ლარამდე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე;
ნ) ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციარებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ ერთჯერადად (წელიწადში ერთხელ).
3. გამგეობაში წარსადგენი საბუთები:
ა) განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე, მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ დამოწმებული;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;
დ) ამ მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ" და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამატებით: ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა,/50),
ე) ამ მუხლის მეორე პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი და გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობა;
ვ) ამ მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – მოქალაქის მოწმობის ასლი.
ზ) ამ მუხლის მეორე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან ბავშვის დაბადების რიგითობის შესახებ;
თ) ამ მუხლის მეორე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – ყველა შვილის დაბადების მოწმობები.
2. განსაკუთრებულ შემთხვევებში კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დახმარების სახით გაიცეს ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი თანხა (არაუმეტეს 3,000.00 (სამი ათასი) ლარისა.
3. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა შესაბამისი დაწესებულებიდან ან სტიქიით მიყენებული ზარალის შესაფასებლად მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისიის დასკვნა (ასეთი კომისიის არსებობის შემთხვევაში);
დ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
დუშეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეგივი ზურაბაშვილი
დანართი №1დ) ამ მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ" და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამატებით: ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა,/50),
ე) ამ მუხლის მეორე პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი და გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობა; ვ) ამ მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – მოქალაქის მოწმობის ასლი. ზ) ამ მუხლის მეორე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან ბავშვის დაბადების რიგითობის შესახებ; თ) ამ მუხლის მეორე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – ყველა შვილის დაბადების მოწმობები. მუხლი 20. ხანძრისა და სტიქიური მოვლენებით უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება 1. ამ მუხლის შესაბამისად, დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით, სტიქიური მოვლენებით (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ) ასევე სხვა მძიმე გარემოებათა გამო დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადად 1000 (ერთი ათასი ) ლარის ოდენობით. 2. განსაკუთრებულ შემთხვევებში კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დახმარების სახით გაიცეს ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი თანხა (არაუმეტეს 3,000.00 (სამი ათასი) ლარისა. 3. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა შესაბამისი დაწესებულებიდან ან სტიქიით მიყენებული ზარალის შესაფასებლად მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისიის დასკვნა (ასეთი კომისიის არსებობის შემთხვევაში); დ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები. მუხლი 21. დევნილთა სოციალური დახმარება ამ მუხლის შესაბამისად სოციალური დახმარება გაეწევათ დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დევნილებს წელიწადში ერთხელ.