ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.02.2015
გამომცემი ორგანო z №
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016219
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,347 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (6)
1 2
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
z № გაცემის თარიღი
№-დან №-ის ჩათვლით
ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ოქმის №
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის   № რაოდენობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1963, 1966, 1971 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 20.07.2015 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43<sup>1</sup> და 43<sup>2</sup> მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 21.09.2018 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 16.06.2017 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 21.05.2019 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43<sup>1</sup> და 43<sup>2</sup> მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 17.02.2017

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 2015 წლის 16 თებერვალი ქ. ბოლნისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის„ადგილობრივითვი თმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლისა და 93-ე მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  239-ე მუხლის მე-14, 27-ე და  240-ე მუხლების,  საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  25-ე  მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების გათვალისწინებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურში  ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის სამართალდარღვევის ოქმის  გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების  წესი დანართი 1-ის შესაბამისად; ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  ოქმის ფორმა (დანართი 2); გ)ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის რეესტრის (ჟურნალის) ფორმა (დანართი 3); დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმა (დანართი 4); ე) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის  ფორმა (დანართი 5); მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების,აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 დეკემბრის №48 დადგენილება (www.matcne.gov.ge, 31/12/2012, 010250020.35.158.016112); მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი დანართი 1 ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის სამართალდარღვევის ოქმის  გამოყენებისა და აღრიცხვა ანგარიშგების  წესი. მუხლი 1🔗. წესის რეგულირების საგანი. წინამდებარე წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის  შენახვის, შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების სამართლებრივ  მექანიზმებს. მუხლი 2🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მზადდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში სამართალსუბიექტი) შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 2. სამართალსუბიექტი მკაცრი აღრიცხვის ფორმებით მომარაგებას ახორციელებენ დამოუკიდებლად. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბოლოს გვერდის უკანა კუთხეში დაიტანება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური  ნომერი ( არანაკლებ 6 ციფრისა ). 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამცავ ნიშნად გამოყენებულ იქნეს ოქმის ზედა მარცხენა კუთხეში (დამკვირვებლის პოზიციიდან) განთავსებული მცირე სახელმწიფო გერბი და ზედამარჯვენა კუთხეში (დამკვირვებლის პოზიციიდან) განთავსებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის გერბი. 5. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. 6. ოქმები გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის  წერილობითი მოთხოვნის  საფუძველზე. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საჯარო  მოხელეები(შემდგომში საჯარო  მოხელე). მუხლი 4🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი 1. საჯარო მოხელე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 51​3, 53​3, 55-ე, 55​2, 55​3, 150, 150​1, 151-ე, 152-ე, 152​2, 153​4, 159​1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია განახორციელოს   შემოწმება. 2. საჯარო მოხელე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 51​3, 53​3, 55-ე, 55​2, 55​3, 150, 150​1, 151-ე, 152-ე, 152​2, 153​4, 159​1 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 3. ოქმი  ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ.  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის  შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს ოქმის  გაცემაზე პასუხისმგებელ პირს. 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში შეიტანება: ა) ოქმის  შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი,  გვარი; გ) მონაცემები  დამრღვევის შესახებ; დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის  ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სამსამართალდარღვევისათვის; ვ) მოწმეთა ან/დ ადაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ზ) შემდგენელისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერები. 5. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. 6. იმ  შემთხვევაში, თუ  სამართალდარღვევის  ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე,  ოქმში კეთდება სათანადო  ჩანაწერი. სამართალდარღვევის  ჩამდენ  პირს უფლება აქვს  წარადგინოს ოქმისათვის  დასართავი  ახსნა-განმარტებები  და  შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე  უარის თქმის მოტივები. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში. 7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში. 8. ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სარეგისტრაციო ჟურნალში (სპეციალურად  ზონარგაყრილ  და  დანომრილ წიგნში) და  შემდგომი  რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია  განიხილოს  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  საქმე. მუხლი 5🔗. ადმინისტრაციულ   სამართალდარღვევათა  ოქმისა ღრიცხვა-ანგარიშგება 1. ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  ოქმის გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის  მოთხოვნათა  დაცვით. 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე  სეიფში  ან  კარადაში. 3. სამართალსუბიექტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა  და  გაცემისთვის  ინიშნება  პასუხისმგებელი  პირი. 4. თანამშრომლისთვის ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  ოქმების   ბლანკის  გაცემა ხორციელდება  მუნიციპალური  ზედამხედველობის  სამსახურში  ოქმის  აღრიცხვასა  და გაცემაზე  პასუხისმგებელი  პირის  მიერ.  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  ოქმის  აღრიცხვის ჟურნალში. 5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ფიქსირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო  ჟურნალში.  6. ამ  მუხლის  მეხუთე  და მეექვსე პუნქტებით განსაზღვრული ჟურნალების ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება  მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და ბეჭდით. 7. ჟურნალებში  ყველა   ჩანაწერი  კეთდება  ლურჯი   ან  შავი  ბურთულიანიკალმით. 8. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორი სმეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი  პასუხისმგებელი  პირი  აკეთებს  შესაბამის  ჩანაწერს. 19. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული  წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს  პირველის  გაგრძელებას. 10. ჟურნალში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის  ფარგლებში. მუხლი 6🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების  ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა  შეიძლება: ა) შევსების  დროს  დაშვებული  შეცდომის   გამო; ბ)  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ოქმის   ფიზიკური   დაზიანების  გამო; გ) მოქმედი   სამართლებრივი   აქტებით   გათვალისწინებულ   სხვა   შემთხვევებში. 2. გამოსაყენებლად  უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები ჩამოიწერება  აქტით. 3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება  საქართველოს  კანონმდებლობით   დადგენილი   წესით. მუხლი 7🔗. ვადების  ათვლა წინამდებარე  წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით  დადგენილი   მოთხოვნები დანართი №2        ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 1. _____________________________________                  2. __________________________________             ​შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე,წელი)                                                                                                             შედგენის   ადგილი 3. _________________________________________________________________________________                                                              ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი 4. დამრღვევი: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის № _________ ბ) პირადი №________ გ) სახელი ____________  დ) გვარი _______________ ე) დაბადების თარიღი ______________ ___ ვ) მისამართი _______________________ ზ) სამუშაო ადგილი _____________________________ 5. სამართალდარღვევის ადგილი, დრო დაარსი : _________________________________________ 6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი ________ ნაწილი _____________ __ ქვეპუნქტი _______________________________ 7. მოწმის სახელი, გვარი და მისამართი : _________________________________________________ 8. დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი: ________________________________________ 9. ოქმს თან ერთვის _________________________________________________________________ მოწმე : _______________________________ დაზარალებული : _____________________________                          ​ხელმოწერა                                                                                                                                           ხელმოწერა ოქმის შემდგენელი: __________________  სამართალდამრღვევი : _________________                                                       ​ხელმოწერა                                                                             ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები : „ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით;  გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა,  ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება “. დამკვეთი : დამამზადებელი : სფს-ს რეგისტრასციის № დანართი №3  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის  აღრიცხვის  ჟურნალი z № გაცემის თარიღი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის  რაოდენობა ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა ოქმის მიმღების თანამდებობა, გვარი, სახელი ხელმოწერა მიღებაზე გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის   ნომერი №-დან №-ის ჩათვლით 1 2 3 4 5 6 7 8 9 დანართი №4   ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ოქმის სარეგისტრაციო   ჟურნალი № ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ოქმის № ოქმის შედგენის ადგილი და თარიღი ოქმის შემდგენლის გვარი, სახელი თანამდებობა სამართალ დამრღვევი პირის   მონაცემები სამართალდარღვევის ჩადენის არსი (მიეთითოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი) გატარებული ღონისძიება შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 დანართი №5 გამოსაყენებლად უვარგისი   ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის    ჩამოწერის ფორმა                                                                       ა ქ ტ ი №___   გამოსაყენებლად უვარგისი  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის  ჩამოწერის შესახებ ბოლნისის  მუნიციპალიტეტის გამგეობის                               ___ ____________________20  წელი მუნიციპალური ზედამხედველობის  სამსახური ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის   № რაოდენობა თარიღი ჩამოწერის საფუძველი შენიშვნა 1 2 3 4 5 ხელმოწერით ვადასტურებ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშებზე პასუხისმგებელი პირი  ________________________________    ______________________                ​                                                                                   (სახელი, გვარი)                             ​(ხელმოწერა) სამსახურის უფროსი: __________________________________    _____________________                                                      ​        (სახელი, გვარი)                                           (ხელმოწერა)