საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1963, 1966, 1971 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №39 |
|
2015 წლის 20 ივლისი ქ. ბოლნისი |
ბ) დამტკიცდეს ,, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა“ (დანართი 2);
გ) დამტკიცდეს „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი“ (დანართი 3);
დ) დამტკიცდეს „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალი“ (დანართი 4);
ე) დამტკიცდეს ,,გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის აქტის“ ფორმა (დანართი 5).
|
დანართი 1
2. სამართალსუბიექტი მკაცრი აღრიცხვის ფორმებით მომარაგებას ახორციელებს დამოუკიდებლად.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბოლოს გვერდის უკანა კუთხეში დაიტანება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი ( არანაკლებ 6 ციფრისა ).
4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამცავ ნიშნად გამოყენებული იქნას ოქმის ზედა მარცხენა კუთხეში (დამკვირვებლის პოზიციიდან) განთავსებული მცირე სახელმწიფო გერბი და ზედა მარჯვენა კუთხეში (დამკვირვებლის პოზიციიდან) განთავსებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის გერბი.
5. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.
6. ოქმები გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში შეიტანება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი;
გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ;
დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სამართალდარღვევისათვის;
ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ზ) შემდგენელისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერები.
4. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
5. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმზე ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ოქმის შედგენისას დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში.
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში.
7. ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სარეგისტრაციო ჟურნალში (სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნში) და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (სასამართლოს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში.
3.სამართალსუბიექტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და გაცემისთვის ინიშნება პასუხის მგებელი პირი.
4. თანამშრომლისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ბლანკის გაცემა ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ოქმის აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ფიქსირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში.
6. ამ მუხლის მეხუთე და მეექვსე პუნქტებით განსაზღვრული ჟურნალების ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და ბეჭდით.
7. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.
8. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
9. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
10. ჟურნალში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებში.
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები ჩამოიწერება აქტით.
3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1.___________________________________ 2.___________________________________________
შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) შედგენის ადგილი
3.__________________________________________________________________________________
ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი
4.დამრღვევი: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის № ____________ბ) პირადი №______________
გ) სახელი __________ დ) გვარი ____________________ ე) დაბადების თარიღი ________________
ვ) მისამართი ___________________________ ზ) სამუშაო ადგილი ____________________________
5.სამართალდარღვევის ადგილი, დრო და არსი: ___________________________________________
6.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი_____________ნაწილი____________ქვეპუნქტი__________________
7.მოწმის სახელი, გვარი და მისამართი: _____________________________
___________________________________________________________________________
8.დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი: _________________________________
_____________________________________________________________________________
9.ოქმს თან ერთვის: _____________________________________________________________
______________________________________________________________________________
მოწმე: ________________________________________________________________________
დაზარალებული:___________________________________________
ხელმოწერა
ოქმის შემდგენელი: _________________________________________________________________
ხელმოწერა
სამართალდამრღვევი:______________________________________________________________
ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა
ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:
„ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს,
მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი;
საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ
ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;
გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.
დამკვეთი:
დამამზადებელი:
სფს-ს რეგისტრაციის №
|
|
ა ქ ტ ი №___
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ___ __________________20 წელი სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური
ხელმოწერით ვადასტურებ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს:
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშებზე პასუხისმგებელი პირი ________________________________ ______________________ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) სამსახურის უფროსი: __________________________________ _____________________ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) |