1. ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა ოქმის გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე  სეიფში  ან  კარადაში.
3.სამართალსუბიექტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და  გაცემისთვის  ინიშნება  პასუხის  მგებელი  პირი.
4. თანამშრომლისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ბლანკის გაცემა ხორციელდება სამხედრო  აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის  სამსახურის ოქმის აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა აღირიცხება  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა ოქმის  აღრიცხვის  ჟურნალში.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ფიქსირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო  ჟურნალში.
6. ამ მუხლის მეხუთე და მეექვსე პუნქტებით განსაზღვრული ჟურნალების ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც სამხედრო  აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის  სამსახურის უფროსის  ხელმოწერითა  და  ბეჭდით.
7. ჟურნალებში  ყველა  ჩანაწერი  კეთდება  ლურჯი  ან  შავი   ბურთულიანი   კალმით.
8. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი  პასუხისმგებელი  პირი  აკეთებს  შესაბამის  ჩანაწერს.
9. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება  არასაკმარისი, იხსნება  ახალი  ჟურნალი, რომელიც  წარმოადგენს  პირველის  გაგრძელებას.
10. ჟურნალში  ჩანაწერი  ინომრება  კალენდარული  წლის  ფარგლებშ