1. ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ოქმი მზადდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში –
სამართალსუბიექტი) შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების  შესახებ“ საქართველოს  კანონის  თანახმად, შერჩეულ  პოლიგრაფიულ  საწარმოში.
2. სამართალსუბიექტი მკაცრი აღრიცხვის ფორმებით მომარაგებას ახორციელებს დამოუკიდებლად.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბოლოს გვერდის უკანა კუთხეში დაიტანება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და  ინდივიდუალური  ნომერი ( არანაკლებ 6 ციფრისა ).
4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამცავ ნიშნად გამოყენებული იქნას ოქმის ზედა მარცხენა კუთხეში (დამკვირვებლის პოზიციიდან) განთავსებული მცირე სახელმწიფო გერბი და ზედა მარჯვენა კუთხეში (დამკვირვებლის პოზიციიდან) განთავსებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის გერბი.
5. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ  გაფორმებული  მინდობილობა.
6. ოქმები გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზ